ღრძილებზე მაქვს, ვფიქრობ, სერიოზული ანთებითი პრობ... | სტომატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სტომატოლოგია

კატეგორია - სტომატოლოგია

20-07-2010

- ღრძილებზე მაქვს, ვფიქრობ, სერიოზული ანთებითი პრობლემები. ვიმკურნალე წესების სრული დაცვით. გოთუას ქუჩაზე მდებარე (ბაქტერიოფაგში) ამიღეს პირის ღრუს ანალიზები და ანალიზის მიხედვით მიმკურნალა სტომატოლოგმა. დაიწყო ქვების მოშორებით, შემდეგ 20 დღე რაღაც მალამოები წამისვა, (მგონი თაფლის დინდგელს და ნოზაძე-მჭედლიშვილის, ხოლისალის) მალამოებს მისვავდა და კიდევ "პაროდიუმს'' და რა ვიცი, კიდევ სხვადასხვა მალამოებს. დამინიშნა დიეტა, ამიკრძალა ცხარე, მჟავე და ა.შ. საკვების მიღება. მეც ყველაფერს ვუჯერებდი... მაგრამ ამაოდ... მკურნალობის შემდეგ პრობლემა არ აღმოფხვრილა მთლიანად. ერთი დღე რომ მტკივა და ღრძილები შეშუპებული მაქვს, მეორე დღეს საერთოდ არ მტკივა. მესამე ან მეოთხე დღეს ისევ ვგრძნობ ტკივილს. მე ყველანაირ ჰიგიენას ვიცავ. დილით ჭამის შემდეგ და საღამოს ძილის წინ კბილების გამოხეხვა სპეციალიზირებული ღრძილების ანთებისათვის განკუთვნილი პასტებით და შემდგომ კორსიდოლის წყალში გაზავებული სავლების გამოვლებით. დღის განმავლობაში რამდენჯერმე გვირილის თუ მუხის ქერქის, სალბის, ფარსმანდუკის ნაყენის გამოვლებით (ესეც ექიმმა დამინიშნა). ნუ, მოკლედ... ვებრძვი ჩემს ღრძილების ანთებას, მაგრამ საბოლოო შედეგს მაინც ვერ ვაღწევ. ძალიან გთხოვთ, თუ რამე რჩევა შეგიძლიათ, რომ მომცეთ რა ვქნა, რაღა ხერხს მივმართო? ქირურგიული ჩარევა ხომ არაა საჭირო ნეტა? (ანთება და ღრძილების შეშუპება და ტკივილი მხოლოდ ქვედა წინა 4 კბილთან მდებარე ღრძილებთან აღმენიშნება). უმორჩილესად გთხოვთ, იქნებ დამეხმაროთთთ. სად და როგორ ვიმკურნალო კიდევ? ნუთუ მოურჩენელი დაავადებაა ეს ანთება თუ პარადონტოზი? ვიცი რომ ქრონიკული პროცესია, მაგრამ მაინც, იქნებ რამე მირჩიოთ? მადლობა წინასწარ.

პასუხი
- თვადაპირველად გეტყვით, რომ ღრძილების შეშუპება და ტკივილი ახასიათებს გინგივიტს (ღრძილების ანთებას) და არა პარადონტოზს. ეს უკანასკნელი წარმოადგენს პაროდონტის ქსოვილების (ღრძილი; კბილი (ფესვი); პერიოდონტი; კბილბუდე; სისხლძარღვები; ნერვული ბოჭკოები) ქრონიკულ დისტროფიულ-დეგენერაციული პროცეს. ანთებადი მოვლენები არ გამოვლინდება. ღრძილში გამოხატულია ატროფიული პროცესები, რის გამოც კბილთაშორისი სივრცეები თავისუფალია ღრძლილებისაგან და მათ შორის მოჩანს თავისუფალი სივრცეები, პათოლოგიური ღრძილოვანი ჯიბეები არ არის, არ აღინიშნება ჩირქდენა. კბილების ყელის გაშიშვლების გამო ადგილი აქვს მგრძნობელობის მომატებას, კბილებზე ვითრდება სოლისებური დეფექტები. ძვლოვანი ქსოვილის ატროფიის გამო იწყება კბილის მორყევა.  
გინგივიტის ანუ ღრძილების ანთების მკურნალონა ინდივიდუელურია და წარიმართება ანთების ფორმის შესაბამისად. ზოგადი მითითებები კი ასეთია: 1)გაუტკივარება; 2)გამომწვევი მიზეზების მოშორება; 3)ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენება; 4)ანთების საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატერება; 5)იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალებების გამოყენება; 6)ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება (სავლები, პირის ღრუს აბაზანები); 7)ღრძილების ეპითელიზაცის (შეხორცების) დამაჩქარებელი საშუალებების გამოყენება (სოლკოსერილი, აქტოვეგინი).
ანტიბიოტიკები უნდა შეირჩეს მხოლოდ ანტიბიოტიკოგრამის შესაბამისად და მათი გამოყენება უნდა განისაზღვროს პათოლოგიური პროცესის აქტივობითა და სიმძიმით. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება მკურნალობის ფიზიკური მეთოდები: უმს (ულტრა მაღალი სიხშირის) დენი, კვარცი.
პაროდონტის დაავადებათა მკურნალობა უნდა წარიმართოს ინდივიდუალურად, ზოგადი და ადგილობრივი ფაქტორების, ასაკის, დაავადების ფორმის და სიმძიმის გათვალისწინებით.
მკურნალობა კომპლექსურია და ითვალისწინებს ადგილობრივი და ზოგადი ღონისძიებების გატარებას, კონსერვატიული, ქირურგიული და ორთოპედიული ღონისძიებების თანამიმდევრულ, შეხამებულ გამოყენებას, მკურნალობის ერთი კურსის დამთავრების შემდეგ პაციენტის დინამიკაში დაკვირვებას, დაავადების პროცესის გამწვავების თავიდან აცილებას, რემისიის გახამგრძლივებას და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის კონტროლს.
რაც მთავარია, მკურნალობას უნდა აწარმოებდეს პროფესიონალი ექიმი, რომელსაც ამ მიმართულებით პრაქტიკულ საქმიანობაში ხანგრძლივი სამედიცინო სტაჟი აქვს.
კონსერვატიული მკურნალობა გულისხმობს ზოგად და ადგილობრივ ზემოქმედებას.
აუცილებელია ვიტამინოთერაპია, ვიტამინები შეიძლება მივიღოთ აბების სახით, ან ინექსიის სახით. მათი შეყვანა ორგანიზმში შეიძლება ელექტროფორეზითაც, ან ვიტამინების შემცველი ზეთოვანი ხსნარის ადგილობრივად წსმის გზით. გამოიყენება A; B ჯგუფის; C; D; E; PP და P ვიტამინები.
მადესენსიბილიზებელი ნივთიერებებიდან გამოიყენება: ფენკაროლი, დიაზოლინი; ტავეგილი; სუპტასტინი და სხვა.
ბიოსტიმულატორებიდან: ალოე; ფიბსი; მინისებური სხეული და სხვა.
იმუნომაკორეგირებელი საშუალებებიდან: ნატრიუმის ნუკლეინატი; ლევამიზოლი; პროდიგიოზანი და სხვა. ანთების საწინააღმდეგო საშუალებები: ანტიბიოტიკები, სულფამიდური პრეპარატები. ისინი გამოიყენება მხოლოდ მიკრობთა მგრძნობელობის წინასწარ განსაზღვრის შემდეგ.
ადგილობრივი მკურნალობა მოიცავს მრავალი ღონისძიების თანმიმდევრულ გამოყენებას:
<კბილის გაწმენდა ნადებისა და ქვისაგან
<ჩირქდენის შეწყვეტა პათოლოგიური ჯიბიდან და მათი მკურნალობა
<გინგივიტისა და მიმდებარე ლორწოვანი გარსის ანთების მკურნალობა
<კბილის საღეჭი კიდეების, ბორცვების შერჩევითი დაქლიბვა
<კარიესული კბილის მკურნალობა
<უვარგისი ბჟენის გამოცვლა
<პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანტისეპტიკური დამუშავება
მიმართავენ ფიზიოთერაპიასაც, რომელიც მკურნალობის დამხმარე მეთოდია.
ქირურგიული მკურნალობა გულისხმობს: მორყეული კბილის ამოღებას, პათოლოგიური ჯიბეების დამუშავებას; ღრძილის აბსცესების გაკვეთას, ჩირქის დრენირებას, ჰიპერტროფირებული ღრძილის მიკვეთას; კბილთა ჯგუფის გაერთიანებას ერთ ბლოკად უძრაობის აღდგენის მიზნით (გამოიყენება არტაშნები) და სხვა.
ჩვენ გირჩევთ მიმართოთ სტომატოლოგ-პარადონტოლოგს. 


კომენტარები
23 თებერვალი 2018 15:57
ისეტ წამალს გასწავლიტ რძილებზე და საერტოდ პირის ღუში ყველა სახის ანტება გაგიქრებატ. ცაცხვის თაფლი!!! უებარია. დამლოცავტ. როგორც ბევემა ქნა საერთოდ ყველა სახის ტაფლი პირრის ღუში ყველა დაავადება სსპობს, მიტ უმეტეს ცაცხვისა. აბა ჰე
28 თებერვალი 2017 09:51
ორი კვირის წინ კბილი დავიპლომბე. ორი ნემსი გამიკეთეს ქვედა ყბის ბოლოში.იმის მერე პირს ნახევრამდეც ვერ ვაღებ, მტკივა, ანესთეზიის ადგილას ღრძილი შესიებული მაქვს. თბილ სოდიან წყალს ვივლებ,მაგრამ არ მშველის.ანტიბიოტიკი ხომ არ უნდა? მირჩიეთ რამე.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად