მოკლედ რომ ვთქვათ სექსუალური აქტი მქონდა ერთხელ და... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

15-04-2019

-მოკლედ რომ ვთქვათ სექსუალური აქტი მქონდა ერთხელ და ლაგამი არ გამიწყდა...ერექციის დროს ჩუჩა თავისით არ გადამდის და როცა ამას ვცდილობ გადადის მაგრამ ლაგამი პენისის თავს ჭიმავს და პენისის თავი გვერდით გადმოდის და ეს ცოტათი არასასიამოვნოა ... ამიტომ ვცდილობ ესეთ დროს ჩუჩა ბოლომდე არ გადავიწიო...კიდევ მაინტერესებს ლაგამის გაწყვეტა როცა მოხდება რას უნდა ველოდე? აუცილებელია უროლოგთან მისვლა ამის შემდეგ? ცოტა არიყოს ვნერვიულობ ამის შესახებ და მითხარით საშიშია ეს ყველაფერი?

პასუხი
-პენისის ლაგამი აკავშირებს ერთმანეთთან პენისის თავს და პენისის ჩუჩას. ნორმალურ მდგომარეობაში ლაგამი არ უნდა უქმნიდეს მამაკაცს არანაირ დისკომფორტს. ლაგამში გადის ნერვული ტოტები და არის განლაგებული ეროგენული ზონები.
პირველი სექსის დროს "რაღაცის გაწყვეტის" შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ დროს საუბარია იმ მამაკაცებზე, რომელთაც მოკლე ლაგამი და ფიმოზი აქვთ -მათ შეიძლება განუვითარდეთ ლაგამის ჩახევა ან ჩუჩის მთლიანობის დარღვევა. მოკლე ლაგამი იწვევს ტკივილს სქესობრივი აქტის დროს, ვინაიდან ხდება ამ უკანასკნელის დაქაჩვა და დაჭიმვა.
თუ ლაგამის დაჭიმვა კრიტიკულია შეიძლება მოხდეს მისი ჩახევა, რასაც თან სდევს ზოგჯერ ძლიერი სისხლდენა. ამგვარი ვითარება საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას –ლაგამის გაკერვა. სასურველია მოკლე ლაგამის გამო პლასტიკური ოპერაცია გაკეთდეს გეგმიურად.
ოპერაცია გრძელდება 10 წუთი, კეთდება ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ.
შეფასებისთვის უნდა მიმართოთ უროლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად