მაქვს თვალის კანის (ქუთუთოს ზემოთ) ქავილი პერიოდუ... | თვალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - თვალი

კატეგორია - თვალი

20-07-2010

- მაქვს თვალის კანის (ქუთუთოს ზემოთ) ქავილი პერიოდულად. შეწითლებულია და შესიებულია. აქვს თერი საფარიც. აღნიშნული შეიმჩვენა ჰაერის ტემპერატურის მომატების შემდეგ. რა შეიძლება გამოვიყენო მდგომარეობის შესამსუბუქებლად?

პასუხი
- ჩვენ გირჩევთ ოფთალმოლოგთან ვისიტს. ინფორმაციის სახით კი გეტყვით, რომ როგორც ჩანს, ეს არის ბლეფარიტი ანუ ქუთუთოს კიდეების ანთება. დაავადება ვითარდება დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე. ბლეფარიტის მიზეზი შეიძლება იყოს ქრონიკული ინფექციური ან ალერგიული დაავადება, ვირუსული ინფექცია, ვიტამინების უკმარისობა, ანემია, საჭმლის მომნელებელი სისტემის, კბილების, ცხვირ-ხახის დაავადებები, არაკორეგირებული პათოლოგიური მხედველობა (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი), ასევე - თვალის მუდმივი გაღიზიანება ქარით, მტვრით, კვამლით. ბლეფარიტი ხშირად იმუნიტეტის აქტიურობის დაქვეითების მანიშნებელია.
დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას ქუთუთოს კიდეები ოდნავ შუპდება, წითლდება, წამწამების ძირი იფარება მონაცრისფრო ქერცლით, რომელიც ადვილად ძვრება და ჩნდება შეწითლებული ქუთუთო. წამწამების ქვეშ აღინიშნება ქავილის შეგრძნება, ქუთუთოები მძიმდება, ზოგჯერ წამწამებიც ცვივა. ავადმყოფს თვალები ადვილად ეღლება, უცრემლიანდება, უმძაფრდება მგრძნობელობა ქარზე, მკვეთრ სინათლეზე, მტვერზე და სხვა.
ბლეფარიტის უფრო მძიმე ფორმის (ან საწყისი სტადიის უეფექტო მკურნალობის) შემთხვევაში ქუთუთოს კიდეზე ჩნდება ჩირქოვანი ქერქი. შემდეგ ის ძვრება და მის ადგილას წარმოიქმნება სისხლმდინარე წყლული. წყლულის შეხორცებამ შეიძლება გამოიწვიოს ქუთუთოს დეფორმაცია, წამწამის არასწორი ზრდა (წამწამები იზრდება ჯგუფურად, სხვადასხვა მხარეს, შესაძლოა, თვალის კაკლის მიმართულებითაც გაიზარდოს და მუდმივად გააღიზიანოს იგი). წამწამები იშვიათდება, თხელდება, ადვილად ძვრება, ძნელად იზრდება.
დაავადება ზოგჯერ ქერცლისა და წყლულის გარეშეც მიმდინარეობს. ამ დროს ქუთუთოს კიდე სქელდება, წითლდება და სველდება (თითქოს ცხიმიანიაო), მასზე ზეწოლისას გამოიყოფა ზეთოვანი სეკრეტი.

მკურნალობა. წყლულოვანი ბლეფარიტის დროს საჭიროა ქუთუთოების ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა. ქერქსა და გამონადენს აცილებენ სველი ტამპონით. უხეშ ქერქს წინასწარ არბილებენ სველი საფენით ანდა ქუთუთოს კიდეებზე თითით ან სპეციალური წკირით უსვამენ კრემს, რომელიც შეიცავს კორტიკოსტეროიდსა და ანტიბიოტიკს, მაგალითად, დექსა-გენტამიცინს, გენტამიცინის აუტანლობის შემთხვევაში - მაქსიტროლს. წყლულოვანი კონიუნქტივიტის ან კერატიტის შემთხვევაში ავადმყოფს თვალში დამატებით აწვეთებენ დექსა-გენტამიცინს ან მაქსიტროლს.
სებორეული ბლეფარიტის მკურნალობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქუთუთოების ჰიგიენას. ინიშნება ჰიდროკორტიზონის მალამო (ქუთუთოს კიდეებზე წასასმელად) და ხელოვნური ცრემლი. კონიუნქტივიტის თანდართვის შემთხვევაში თვალში დექსამეტაზონის 0,1%-იან წვეთებსაც აწვეთებენ.
დემოდეკოზური ბლეფარიტის მკურნალობის მთავარი მიზანია ტკიპებით დაზიანების ხარისხის შემცირება. რეკომენდებულია ჰიგიენური პროცედურები: დღეში ორჯერ ქუთუთოების გაწმენდა ფიზიოლოგიურ ხსნარში განზავებული საბავშვო შამპუნისა და 70%-იანი ეთილის სპირტის ნარევით. აუცილებელია ქუთუთოს კიდეებზე თვალის ჰიდროკორტიზონის მალამოს ან დექსა-გენტამიცინის წასმა. ძილის წინ ქუთუთოს კიდეები მალამოთი კარგად უნდა იყოს დაფარული - ეს ტკიპების სასიცოცხლო ციკლს არღვევს. კონიუნქტივიტის თანდართვის შემთხვევაში ინიშნება ხელოვნური ცრემლი. სასურველია წინასწარ ჰიგიენურად დამუშავებული ქუთუთოების მასაჟირება.
ალერგიული ბლეფარიტის შემთხვევაში მკურნალობის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი დამნაშავე ალერგენთან კონტაქტის აღკვეთაა. ასევე, საჭიროა თვალის ანტიალერგიული წვეთები და ანთების საწინააღმდეგო კორტიკოსტეროიდული მალამოები. ინფექციურ-ალერგიული ბლეფარიტის დროს ავადმყოფს ქუთუთოს კიდეებზე უსვამენ დექსა-გენტამიცინს ან მაქსიტროლს.
კომენტარები
18 თებერვალი 2019 17:36
წლებია მაქვს ალერგიული რინიტი ახალ ხანს სულ რამდენი მე კვირააა დამეწყო მარცხენა თვალის ქუთუთოს კანკალი და რამე კავშირი არის ცხვირსა და თვალის კანკალს შორის? თვალის ექიმმა თვალის ალერგიის წვეთები დამინიშნა მაგრამ არაფერს მშველის და რინიტის აეროზოლი რომ ვიხმარო მომცემს შვებას? მაგ:ფლიქსონაზეს სპრეი ან ეტაციდი
27 ოქტომბერი 2015 23:01
მოგესალმებით. რამდენიმე თვეა მარჯვენა თვალის ზედა ქუთუთო მითრთის. სხვა არავითარი ჩვენება არ მაქვს. ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე, საკმაოდ ხშირად, მითრთის ზედა ქუთუთო მარჯვენა თვალის, ისე, რომ ეს სხვებისთვისაც შესამჩნევია ხოლმე. კოსმეტიკას თვალზე არ ვიყენებ. იქნებ მითხრათ, რა შეიძლება რომ იყოს...
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად