ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი ახდენს გავლენას ... | ფარმაკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფარმაკოლოგია

კატეგორია - ფარმაკოლოგია

20-07-2010

- ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი ახდენს გავლენას სისხლის შედედებაზე? მიდოკალმი, ვენოდიოლი, ხონდრო-რიცი, დიკლობერლის ინექცია (75), ტროქსევაზინის გელი.

პასუხი
-იდოკალმი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტს (ამცირებს კუნთების ტონუსს). ეს პრეპარატი არ მოქმედებს სისხლის შედედებაზე.
-ვენოდიოლი არის კაპილარების კედლის გამტარობის შემამცირებელი პრეპარატები. ის ამცირებს ვენების დაჭიმულობას, ამაღლებს მათ ტონუსს და ამცირებს ვენურ შეგუბებას; ასევე ამცირებს კაპილარების კედლის გამტარობას, ,,მტვრევადობას” და ზრდის მათ რეზისტენტობას; აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ლიმფურ უკუდინებას.
-ხონდრო-რიცი - არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ხრტილოვან ქსოვილში, ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით, ამცირებს ტკივილს მოსვენებისა და დატვირთვის დროს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების დანიშვნის საჭიროებას. ეს პრეპარატი არ მოქმედებს სისხლის შედედებაზე. 
-დიკლობერლი - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატია, ინიშნება სახსრებში ანთებითი დაავადებების დროს. 
პრეპარატის მიღებისას იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სისხლის წარმოქმნის ფუნქციის დარღვევები (ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია). პირველ ნიშნებს შეიძლება განეკუთვნოს: სხეულის მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილები, ზედაპირული იარები პირში, გრიპისმაგვარი ჩივილები, პროსტრაციის მძიმე მდგომარეობა, კანქვეშა სისხლდენები და ცხვირიდან ცხვირიდან. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა. მიზანშეწონილი არ არის ამ მოვლენათა თვითმკურნალობა გამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებებით. იმ შემთხვევებში, როდესაც გამოიყენება ხანგრძლივი თერაპია, რეკომენდებულია სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ჰემოლიზური ანემია (სისხლნაკლებობა, გამოწვეული ერითროციტების დაშლის აჩქარებით).
ამიტომ ამ პრეპარატის დანიშვნა უკუნაჩვენევია - სისხლის წარმომქმნელი სისტემის ფუქნციის გაურკვეველი დარღვევების დროს.
-ტროქსევაზინის გელი - ქრონიკული ვენოზური უკმარისობის სამკურნალო საშუალება.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად