, შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ ჩემი კითხვა თუმცა ... | პარაზიტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პარაზიტოლოგია

კატეგორია - პარაზიტოლოგია

06-04-2019

-გამარჯობა, შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ ჩემი კითხვა თუმცა არ მაქვს სათანადო ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. აღმომაჩნდა ასკარიდა და თუ კი ვინმე იყო ყველას გამოვკითხე, ზოგმა ადვილად მოიშორებო, ზოგმა რა მითხრა. ძალიან შემაშინეს ამ ჭიამ იცის ყელში ამოსვლაო, შეიძლება ძალიან რომ მოგშივდეს პირი რომ გააღო დაინახო კიდეცო. ისე ვნერვიულობ ამის გამო, ფსიქოლოგიურად ძალიან დავეცი და სულ ამაზე მეფიქრება. უფრო ვრცლად რომ მითხრათ შეგიძლიათ? ანუ მართლა შეიძლება ამოვიდეს ეგრე? მადლობა ძალიან დიდი

პასუხი
-ასკარიდოზი ანტიჰელმინთური საშუალებების დახმარებით ადვილად იკურნება. ასკარიდოზის სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგი ანტიჰელმინთური პრეპარატები: ალბენდაზოლი (ჰელმადოლი), ლევამიზოლი ,მებენდაზოლი.
მკურნალობის პარალელურად აუცილებელია სათანადოდ იყოს დაცული ჰიგიენის წესები. მკურნალობა ერთდროულად უნდა ჩაიტაროს ოჯახის ყველა წევრმა. რადგან უმრავლეს შემთხვევაში ჭიით ინვაზია ერთდროულად აქვს ოჯახში ყველას და შემდეგ ადვილად ხდება ერთმანეთისგან გადადება.
იატაკი პერიოდულად უნდა მოწმინდოთ ქლორნარევი წყლით. გააძლიერეთ ჰიგიენური ღონისძიებები ოჯახში, ყველას მოთხოვეთ ჰიგიენის წესების დაცვა, ყველამ ჩაიტარეთ მკურნალობა და შედეგს აუცილებლად მიიღებთ.
მკურნალობას უნდა კურირებდეს ექიმ-პარაზიტოლოგი.
ასკარიდოზზე ზოგადი ინფორმაცია ნახეთ ბმულზე
https://mkurnali.ge/enciklopedia.html?task=term&id=442
ტეგები: ასკარიდა
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად