ვარ 15წლის გოგო მაინტერესებს როგორ შევინარჩუნო წო... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

02-04-2019

-გამარჯობათ, ვარ 15წლის გოგო მაინტერესებს როგორ შევინარჩუნო წონა რომ არ მოვიმატო? დაახლოვებით ვარ 1.64 და 52კგ ან როგორ დავიკლო მაგ.2კგ ისე რომ შემდეგ უფრო არ მოვიმატო

პასუხი
-თქვენ არ საჭიროებთ წონაში დაკლებას, რაც შეეხება წონის შენარჩუნებას ნუ მიიღებთ ჭარბად პურ-ფუნთუშეულს, ტკბილეულს, სასუსნავებს, შემწვარ პროდუქტს, გაზიან სასმელებს, ივარჯიშეთ რეგულარულად და იძინეთ სრულფასოვნად.
რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ხილი, ბოსტნეული, ცილებით მდიდარი საკვები: ხორცი, ხაჭო, თევზი, რძე.
აუცილებელია სამი ძირითადი კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი -და ორი დამატებითი ხილის ხარჯზე.
საუზმე მთავარია. ის, რასაც დილით ვიღებთ, განსაზღვრავს მეტაბოლური აქტივობის ტემპს მთელი დღის განმავლობაში. საუზმედ გირჩევთ ბურღულის ფაფას, ცეხვილი პურის ტოსტებს. სადილად, კარგი იქნება, თუ მიირთმევთ წვნიანს, ბოსტნეულს, ქათმის, ინდაურის თეთრ ხორცს. ვახშამი ყველაზე მსუბუქი უნდა იყოს.
ზოგიერთი საკვები, მაგალითად, ხილი, ბოსტნეული შეიძლება ყოველი ტრაპეზის დროს მიირთვათ, თევზი, ფრინველი და რძის ნაწარმი -დღეში ერთხელ ან ორჯერ, კვერცხი, ტკბილეული კი 2-3 დღეში ერთხელ.
დღის მანძილეზე წყალი უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობით (1,5ლ მაინც)
სასურველია, ივახშმოთ დაწოლამდე 3საათით ადრე.
საღი აზროვნებისთვის ჯანსაღ კვებასთან ერთად აუცილებელია ძილის რეჟმის მოწესრიგება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად