, თმიან ადგილებში, იქნება ეს ხელები, თუ წარბები, ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

01-04-2019

- გამარჯობა, თმიან ადგილებში, იქნება ეს ხელები, თუ წარბები, რომელ ადგილებშიც სხვადასხვანაირი საშუალებებით ვიღებ თმას, გამიჩნდა გამონაყარი, ხორცმეტების მსგავსი, სადაც ხშირად ჩაბრუნებული თმაა. იქნებ მირჩიოთ რაიმე მალამო ამ გამონაყარის მოსაშორებლად.

პასუხი
- თუკი თმა სისტემატიურად გიბრუნდებათ პირველ რიგში დარწმუნდით თქვენი აპარატის (ეპილატორის) გამართულ მუშაობაში.
შემდეგი რჩევა, თმას ნუ მოიშორებთ ხშირად, რადგან თმის ხშირი გაპარსვის ან დეპილაციის შედეგად კანი უხეშდება, რაც ეწინააღმდეგება თმის გარეთ, კანის ზედაპირზე გაზრდას და ის იზრდება კანქვეშ.
თმის ჩაბრუნება და ღერების არასათანადო მიმართულებით ზრდა მოსალოდნელია როგორც აპარატ-დეპილატორის საშუალებით თმის მოცილებისას, ისე გაპარსვისას, თუმცა ეს უკანასკნელი გაცილებით ოპტიმალურ მეთოდად არის მიჩნეული;
იმისათვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ თმის ჩაბრუნება, თმის ჩაბრუნების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სკრაბის გამოყენება არა მხოლოდ ეპილაციის შემდეგ, არამედ ეპილაციამდე ორი დღით ადრე, კვირაში 3–4ჯერ.
თუ თმის მოსაშორებლად გამოიყენებთ საპარს, ყურადღება მიაქციეთ რომ იყოს კარგად მჭრელი, ერთჯერადი გამოიყენეთ ერთჯერადად, (მაქიმუმ 2-3 ჯერ).
რა მეთოდსაც არ უნდა იყენებდეთ თმის მოსაშორებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები: კანს ყურადღება უნდა მიექცე არა მხოლოდ ეპილაციის შემდეგ, არამედ ეპილაციამდე. თმის მოშორებამდე შესაბამის ადგილი კარგად უნდა დარბილდეს (დაიბანოს თბილი წყლით); დუშის ყოველი მიღების შემდეგ პრობლემური ადგილები დაიმუშავეთ ღრუბელით ან სკრაბით (როგორც უკვე გითხარით). ეს საუკეთესო საშუალებაა ჩაბრუნებული თმის ამოსაბრუნებლად, შემდეგ გაისაპნეთ და გაიპარსეთ.
თმის მოშორების შემდეგ დეზინფიცირების მიზნით წაისვით ქაფურის სპირტი.
თმის მოშორების შემდეგ აუცილებლად წაისვით დამატენიანებლი კრემი (რაც უფრო ელასტიურია კანი, მით ნაკლებად მოხდება ზრდის დროს თმის ჩაბრუნება), ასევე შეგიძლიათ გამოიყენეთ ეპილაციის შემდეგ გამოსაყენებელი კრემი, სხვა დადებით თვისებებთან ერთად ის ასევე ანელებს თმის ზრდას. პარსვა პირველ ჯერზე უნდა მოხდეს თმის ზრდის მიმართულებით, შემდეგ - საწინააღმდეგო! .
. იმისათვის, რომ არ მოხდეს თმის ჩაბრუნება გაპარსვისას უმჯობესია გამოიყენოთ გელი, რომელიც დაარბილებს კანს და ის გაპარსვის შემდეგ დარჩება გლუვი და ნაზი.
რაც შეხება მკურნალობას, სჯობს მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც შეაფასებს თქვენი ნაის მდგოამროებას და შესაბამისად, მოგცემთ დანიშნულებას.  



კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად