მყავს 5 წლის ვაჟი. თითქმის ერთი წლის ასაკიდან, მა... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

20-07-2010

- მყავს 5 წლის ვაჟი. თითქმის ერთი წლის ასაკიდან, მას შემდეგ რაც დამოუკიდებლად იძინებს, დასჩემდა თავის ,,ქიცინი". ისე ენერგიულად აქნევს თავს აქეთ-იქით, რომ მეშინია რაიმე არ დაუზიანდეს, თანაც უკვე ჩვევაში გადაეზარდა. როცა ვეუბნები თავს ნუ აქნევ-მეთქი, მპასუხობს-ისე ვერ ვიძინებო. დაახლოებით სამი წლის წინ მყავდა ნევროპათოლოგთან, მაგრამ არაფერი დაუნიშნავს, საგანგაშო არაფერია, გადაეჩვევაო. ახლა კი დაუნიშნა პრეპარატი ,,ამიტრიპტილინი". რაც კატეგორიულად არ მირჩია ახლობელმა ფარმაცევტმა. ვერ გადამიწყვეტია, როგორ მოვიქცე. მივცე წამალი თუ არა?

პასუხი
- ჩვენ არ ვიცით, თუ რა დიაგნოზი დაუსვა ნევროლოგმა ბავშვს და აქედან გამომდინარე, არც ის ვიცით, თუ რატომ დაუნიშნა ეს პრეპარატი. მაგრამ გეტყვით, რომ ეს მედიკამენტი არის ანტიდეპრესანტი და ანოტაციაში მითითებულია, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ ინიშნება. ბოლოს, უნდა გითხრათ, რომ ბავშვი აუცილებლად საჭიროებს ნევროლოგის დაკვირვებას და ნევროლოგის შეხედულებისამებრ, შეიძლება ფსიქოთერაპევტის ჩარევაც იყოს საჭირო.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად