თუ შეიძლება ბავშვს ფაფასთან ერთად მივცე პიურე, რა... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

28-03-2019

-თუ შეიძლება ბავშვს ფაფასთან ერთად მივცე პიურე, რადგან მარტო პიურეს ცოტას ჭამს და არ აკმაყოფილებს,ბავშვი არის 7 თვის. და კიდევ ერთი კითხვა თუ შეიძლება დღეში ორჯელ შუადღეს 1-ზე და 5-ზე სხვადასხვა ფაფის მიცემა ანუ სხვადასხვა ინგრედიენტებისგან შემცვე ფაფას ვგულისხმობ.

პასუხი
-სუფ-პიურე და ფაფა რომ ერთ ჯერზე აჭამოთ? ეს არ არის სწორი. როცა ბავშვი ჯერ კიდევ არ ჭამს დამატებით საკვების ასაკით რეკომენდებულ სრულ ულუფას, ასეთ შემთხვევაში კვების ძირითადი პრინციპი ასეთია: დამატებითი საკვები ნახევრად მყარი საკვები(ამ შემთხვევაში ბოსტნეულის პიურე) უნდა მისცეთ  დედის რძის ან ადაპტირებული ნარევის მიღებამდე.
საერთოდ ფაფის დღეში ორჯერ მიცემა არ არის საჭირო. უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ აჭამოთ ორჯერ ფაფა, ოღონდ ეცადეთ, რომ ფაფის ჭამათა შორის შუალედი 8-9 საათი მაინც იყოს. ამასთან ბოლო ფაფის ჭამა არ უნდა გადააცილოთ 21.00-22.00 საათს. პირველი და ბოლო კვება უნდა იყოს უფრო მსუბუქი -დედის რძე ან მაწონი ან ადაპტირებული ნარევი.
7 თვის ბავშვის კვებასთან დაკავშირებული ზოგადი რჩევები ასეთია:
7 თვის ბავშვი საკვებს უნდა იღებდეს 5-ჯერ, 4საათიანი ინტერვალებით, ბოლო და პირველ კვებას შორის შუალედი უნდა იყოს 8 საათი.
დილით უნდა მიიღოს რძე, მეორე კვებაზე ფაფა, მესამეზე ბოსტნეულის წვნიანი და ხორცი, მეოთხე და მეხუთე კვება უნდა იყოს რძე.
ადრეა მაწონი, მაგრამ თუ ბავშვი მას უკვე იღებს, შეიძლება ის მიიღოს მეოთხე კვებაზე. ხილი შეიძლება როგორც კვებათა შორის, ასევე ჭამის დამთავრებისას.
ამ ასაკის ბავშვისათვის რეკომენდებულია ხაჭო, მოხარშული კვერცხის გული (იწყება მერვედი ნაწილიდან იზრდება ნახევარ კვერცხის გულამდე).
შეურჩიეთ თქვენს პატარას ამ მენიუდან ის, რაც მას ყველაზე მეტად მოეწონება და თანდათან გაუმდიდრეთ რაციონი ამ პროდუქტებით.
კონკრეტული რჩევები მიიღეთ 'თქვენი პედიატრისაგან, აუცილებელია ბავშვის კვება მასთან შეათანხმოთ.
ნახეთ  ვიდეო-რეკომენდაციები " დამატებითი კვება 6-დან 12 თვემდე"
https://mkurnali.ge/pediatria/bavshvis-aghzrda/10092-damatebithi-kveba-6-dan-12-thvemde-nakheth-videorekomendacia.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად