ვარ 21 წლის გოგო. აღმენიშნება გამონაყარი ზურგსა დ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

19-07-2010

- ვარ 21 წლის გოგო. აღმენიშნება გამონაყარი ზურგსა და მკერდზე, მაქვს გაყინული წონა (ვერანაირი ხერხით ვერ ვიკლებ). ბოლო დროს შემექმნა პრობლემები მეხსიერებასა და კონცენტრაციასთან დაკავშირებით, ასევე კუჭ-ნაწლავის პრობლემები (გაუვალობა, სიმშრალე), თმიანობა, მეჭეჭები, ჩავიტარე ჰორმონებისა და ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა. ჰორმონები ნორმის ფარგლებშია. შემცირებულია ფარისებრი ჯირკვლის ზომა (მაჯ. წილის ზომები: განივი-1,79 სიგრძივი-4,57 წინა-უკანა-1.10 სმ მოცულობა-4.68 სმ კუბი. მარცხ. წილის ზომები: განივი-1.65 სიგრძივი-3.83 წინა-უკანა-1.34 მოცულობა-4.45სმ კუბი. საერთო მოცულობა-9.13 (ნ 10-18), ხოლო ანტისხეულები (TPO) - 38)

პასუხი
- აუცილებელია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია. ფარისებრი ჯირკვლის ზომების შემცირება არაფერს ნიშნავს, თუ არ დააზუსტებთ მის ფუნქციას. ამისათვის უნდა განისაზღვროს სისხლში ფირისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) შემცველობა და FT4. თუ ამ ჰორმონებზეც საუბრობდით და ისინი ნორმის ფარგლებში იყო, ესე იგი ფარისებრი ჯირკვალი ნორმალურად ფუნქციონირებს. 
ასეთ შემთხვევაში კარგი იქნება სისხლში ტესტოსტერონის შემცველობის განსაზღვრა, რადგან ქალებში ჭარბთმიანობის მიზეზი, ხშირად მამაკაცის ჰორმონის (ტესტოსტერონ) სიჭარბეა.
ახლა, რაც შეეხება გამონაყარს, ზურგზე ფერიმჭამელების გაჩენას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ზოგი სპეციალისტი ამას უკავშირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევას (თქვენ აღგენიშნებათ შეკრულობა, ამიტომ გასტროენეროლოგის კონსულტაცია დაგჭირდებათ), ზოგი ჰორმონულ დისბალანსს, ზოგიც ზურგის მიდამოში განლაგენული ცხიმოვანი ჯირკვლების გაძლიერებულ ფუნქციონიებას, რასაკვირველია დიდი როლი ჰიგიენასაც მიუძღვის. კანის მოვლა, ბანვა, გასუფთავება, სხვადასხვა მალამოებისა და ნიღბების დადება სახესთან შედარებით ზურგზე გაცილებით ძნელია. ზურგზე ფერიმჭამელების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობა.
რადგან ფერიმჭამელების გაჩენის მრავალი მიზეზი არსებობს, აუცილებელია დაავადების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა, რასაც მხოლოდ დერმატოლოგი მოახერხებს. ექიმი კოსმეტოლოგი კი დაგეხმარებათ კანის ფერიმჭამელებისგან გაწმენდაში. თუ ექიმმა დაადგინა, რომ აკნეს განვითარების მიზეზი ჰორმონალური დარღვევებია, საჭირო გახდება ენდოკრინოლოგის კონსულტაციაც. აკნეს მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის დროს გამოიყენება გარეგანი მოხმარების პრეპარატები, ანუ მიმართავენ ადგილობრივ თერაპიას მალამოებით, გელით, კრემებით, ლოსიონით და სხვა, რომლებიც შეიცავენ კომედონების საწინააღმდეგო, კანის ცხიმის გამოყოფის შემამცირებელ და ანთების საწინააღმდეგო სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას. ჰორმონალური დარღვევების დროს შეიძლება დაინიშნოს სასქესო ჰორმონებით მკურნალობა. ფერიმჭამელებისგან კანის გასაწმენდად გამოიყენება ქიმიური პილინგი, ეს არის ხილის სუსტი მჟავების დახმარებით კანის ზედა შრის მოშორების პროცედურა.

მოგცემთ რამოდენიმე რჩევას:

>დაიცავით დიეტა - შეზღუდეთ ნახშირწყლები და ცხიმი, სამაგიეროდ გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის პროდუქტებით, ხილით, ბოსტნეულით, ზოგჯერ მარილის შემცირებაც არ არის ურიგო.

>გამონაყარს არ ახლოთ ხელი - მათზე ზეწოლა გამორწყვის მიზნით დაუშვებელია, უფრო მეტად დააზიანებთ კანს, გააძლიერებთ ანთება და ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას.

>დაიბანეთ ცხიმიანი ან პრობლემური (აკნესადმი მიდრეკილი) კანისთვის განკუთვნილი საპნით.
>გამოიყენეთ მხოლოდ ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური საშუალებები. მათ აქვთ წარწერა noncometogen.  

შეკრულობასთან დაკავშირებით რჩევების მისაღებად წაიკითხეთ ჩვენს საიტზე თინათინ გოცაძის სტატია ”თუ შეკრულობა გაწუხებთ”.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად