1 წლის წინ (2018 წლის იანვარში) 13 წლის გოგოს პროფ... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
commerce
27-03-2019

1 წლის წინ (2018 წლის იანვარში) 13 წლის გოგოს პროფილაქტიკური გამოკვლევისას (რამე ჩივილები არ ჰქონია) სისხლის ანალიზში აღმოაჩნდა ნეიტროფილები 32,80% და ლიმფოციტები 60,40 %. ჰემატოლოგის რჩევით გავუკეთეთ ანალიზი ეპშტეინ-ბარის ვირუსზე (ანალიზის პასუხი თან ერთვის) დაუდგინეს გადატანილი მონონუკლეოზი. შემდეგ ინფექციონისტმა გვითხრა, რომ მკურნალობას არ საჭიროებდა და დროთა განმავლობაში სისხლის ანალიზი დაუბრუნდებოდა ნორმას. მას შემდეგ პერიოდულად ვუღებდით სისხლის ანალიზს, სადაც პროპორცია ნეიტროფილებისა და ლიმფოციტების მცირედით მერყეობდა, მაგრამ ნორმაში არ იყო. ამ დროისათვის ნეიტროფილები არის დაახლოებით 31%, ხოლო ლიმფოციტები 60% (ბოლო სისხლის ანალიზი თან ერთვის). ჩივილები ბავშვს არანაირი არა აქვს. ვის უნდა მივმართოთ? მონონუკლეოზის შემდეგ შეიძლება ამდენ ხანს გაგრძელდეს ეს ცვლილებები? წინასწარ დიდი მადლობა.

პასუხი
- ლეიკოციტური ფორმულა აჩვენებს, რომ ორგანიზმი აგრძელებს ბრძოლას ინფექციასთან. ანალიზში ჩანს პლაზმური უჯრედებიც. ზოგადად მონონუკლეოზი საკმაოდ ხანგრძლივად მიმდინარეობს. კარგი იქნება კიდევ ერთხელ გაიაროთ კონსულტაცია ინფექციონისტთან.
თქვენს კითხვას პასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად