2 დღის წინ ბოზთან გამოძახებით რომ დადიან მქონდა და... | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
27-03-2019

-2 დღის წინ ბოზთან გამოძახებით რომ დადიან მქონდა დაუცველი სექსი. არაფერი არ მჭირსო ნუ გეშინიაო და მეც მივქარე, ეხლა რა ვქნა. რა ანალიზები გავიკეთო ან რამდენ ხანში გამოჩნდება შედეგი? მირჩიეთ როგორ მოვიქცე

პასუხი
-სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამოვლენის დრო მეტად განსხვავებულია და ის ვარირებს რამდენიმე საათიდან 10-14 დღემდე, ზოგიერთი დაავადებისთვის ინკუბაციური პერიოდი კიდევ უფრო დიდია.
ამიტომ თუ შესაძლებლობაა და უმჯობესია ვენეროლოგთან ახლავე მიიყვანოთ ის პიროვნება(გამოკვლევის მიზნით), რომელთანაც გქონდათ სქესობრივი ურთიერთობა.
-სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ზოგჯერ გამოვლინდება სხვა ინფექციების მსგავსი ზოგადი სიმპტომებით, როგორიცაა საერთო სისუსტე, კუნთების ტკივილი, ქრონიკული დაღლილობა, ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი, ღებინება, ნაწლავთა აშლილობა და მადის დაკარგვა. საეჭვო სიმპტომებია ქავილი, წვა, გამონადენი, სხვადასხვა სახის გამონაყარი, წყლული, და სხვა.
დაუცველი სქესობრივი ურთიერთობიდან რამდენიმე დღის, კვირის ან თვის განმავლობაში ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ვენეროლოგს.

შიდსის ვირუსით ინფიცირებისას დაავადების ნიშნები შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ გამოვლინდეს! თუ საეჭვო კავშირი გქონდათ უნდა მიმართოთ შიდსის ცენტრს ანალიზის გასაკეთებლად (აივ-ინფექცია/შიდსი ანალიზით გამოვლინდება ინფიცირების მომენტიდან 3თვის შემდეგ) და ვენ-დისპანსერს (2–3 კვირის შემდეგ) სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციების გამოსარიცხად.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად