, მენსტრუაციის დაწყებამდე 1 კვირით ადრე წელის არე... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

22-03-2019

-გამარჯობა, მენსტრუაციის დაწყებამდე 1 კვირით ადრე წელის არეში ოდნავი მოვლითი ტკივილი მეწყება, რომელიც დღითიდღე იმატებს. ასევე მაქვს ამ პერიოდშივე შებერილობა, შეკრულობა, ყაბზობა. თან მინდა აღვნიშნო რომ, მხოლოდ ფიზიკური გადატვირთვის, ვარჯიშის ან რეგულარული სექსუალური კავშირის შემდეგ წამოიშვებახომე ეს სიმპტომები მენსტრუაციის წინ 1კვირით ადრე. სხვა შემთხვევაში არ მახასიათებს მსგავსი სიმპტომები ციკლის წინ. მხოლოდ ციკლის დაწყებიდან 1-3 დღეს ვიცი ტკივილი. მანამდე არა. ექოსკოპიურად მქონდა ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის სიმპტომები და სისხლში ესტროგენ-პროგესტერონი მომატებული, რომელზეც ვიმკურნალე აბებით. თუმცა ეს ტკივილები რას უკავშირდება ვერ გავიგე. სხვა მხრივ ექოსკოპიურად, ყველაფერი წესრიგშია. კოლპოსკოპია და ნაცხის ანალიზშიც ყველაფერი ნორმალურადაა. თუმცა გამოკვლევები ჩატარებული მაქვს ციკლის ფოლეკულურ ფაზაში და არა იმ პერიოდში როდესაც ეს სიმპტომები წარმოიშვება. რა შეიძლება იწვევდეს ამ ტკივილებს. 7 თვის გათხოვილი ვარ და ორსულობაც არ დადგა.

პასუხი
პასუხობს არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო რაჟამაშვილი

- ეს სიმპტომები დამახასიათებელია მენსტრუაციის წინა სინდრომისთვის, გარდა ამისა, ჩივილები შესაძლოა დაკავშირებული იყოს ენდომეტრიოზთან. ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზის დასადასტურებლად საჭიროა ექოსკოპიური კონტროლი მენსტრუაციის შემდეგ. ის ფაქტი, რომ ორსულობა არ დგება 7 თვის თვის განმვალობაში, არ არის საგანგაშო. თქვენ გესაჭროებათ სათანადო მკურნალობა და დაკვირვება დინამიკაში.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად