, დაახოებით 3-4 წელია მაქვს ტუჩების პრობლემა. ბევრ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

01-03-2019

-გამარჯობა, დაახოებით 3-4 წელია მაქვს ტუჩების პრობლემა. ბევრი ჰიგიენური/სამკურნალო ტუჩის პომადის თუ სხვა მაზების გამოყენებისდა მიუხედავად, სამწუხაროდ, კვლავაც მაწუხებს იგივე პრობლემა, რასაც დიდი ინტენსივობის გავლენა აქვს ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ქვედა ტუჩი ყოველ 1-2 დღეში მისკდება და კანი მექერცლება, ამავდროულად აქვს ესთეტიურად არასასიამოვნო მოყავისფრო შეხედულება. დილით გაღვიძებისას კი პირის ღრუში მაქვს თეთრი ნადები და წყლის ძლიერი მოთხოვნილება, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად 2 ლიტრამდე წყალს ვსვამ.ეს მდგომარეობა უვკე რამდენიმე წელია რაც მაწუხებს და სათანადო კონსულტაცია ვერ გამიწია ვერცერთმა ექიმმა. ისიც არ ვიცი, რომელ ექიმს უნდა მივმართო. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დამეხმაროთ, დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი
-დილით პირი სიმშრალე და გამომშრალი ტუჩები შესაძლოა ძილის დროს ღია პირით სუნთქვას უკავშირდებოდეს. თუ ეს პრობლემა გაქვთ და ცხვირით სუნთქვის გაძნელებას უკავშირდება, უნდა მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს და მოაგვაროთ ეს პრობლემა, რადგან სხვა გართულებების მიზეზიც შეიძლება გახდეს.
გამომშრალი და დამსკდარი ტუჩებისთვის კარგია შემდეგი სახის ხალხური ნიღაბი: აიღეთ 1/4 ჩაის კოვზის რაოდენობის დარბილებული კარაქი, კარგად აურიეთ ნახევარ კოვზ თაფლში, მიღებული მასა წაისვით ტუჩებზე გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ თბილი წყლით მოიბანეთ და გადაისვით ზეითუნის ზეთი.
თუ შედეგს ვერ მიიღებთ ან შედეგი იქნება დროებითი, მაშინ უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, დიაგნოზის დაზუსტების, კონკრეტული მიზეზის დადგენის და მკურნალობის მიზნით. მიზეზი შესაძლოა ქეილიტი იყოს -ტუჩების ანთებითი დაავადება.
ზოგადი ინფორმაციის მიღება ქეილიტზე შეგიძლიათ ბმულზე
https://mkurnali.ge/enciklopedia.html?task=term&id=8292
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად