TCH ჰორმონთან დაკავშირებით გაწუხებთ, რამდენიმე წ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

23-02-2019

-გამარჯობათ, TCH ჰორმონთან დაკავშირებით გაწუხებთ, რამდენიმე წელია ვსვამ ეუთიროქსინს, თავდაპირველად მქონდა მაღალი, შემდეგ ნორმასთან მიახლოებული და მესამე ვიზიტის დროს ზღვარს ქვემოთ აღომჩნდა, შემდეგ 1 წელი ვიზიტი აღარ მქონდა, მაგრამ ექიმის დანიშნული წამლის მიღება არ შემიწყვეტია, (რადგან ზღვარს ქვემოთ იყო გამინახევრა აბი და ვსვამდი 25 მილიგრამს) შემდეგ გადავწყვიტე ექიმის შეცვლა, მივედიბსხვა ექიმთან და TCH დამხვდა 24.25, ამასთან ერთად ანტისხეულები მაქვს მკვეთრად მომატებული, გამიზარდეს დოზა 50 მილიგრამამდე, 6 კვირის შემდეგ კვლავ ვიზიტი მქონდა ექიმთან და მიუხედავად დოზის გაზრდისა, TCH კვლავ მთელებით მომატები დაგვხვდა და იყო 24.50. კვლავ გამიზარდა დოზაა და ეხლა ვსვამ 100 მილიგრამს, 6 კვიდის შემდეგ კვლავ უნდა მივიდე ვიზიტზე. ე.ი. მაინტერესებს რისი ბრალი შეიძლება იყოს ამ ჰორმონის ესე მკვეთრად მომატება და რა შეიძლება იყოს მიზეზი რომ არ იწევს დაბლა, შესაძლებელია ჰიპოფიზის პრობლემასთან გვქონდეს საქმე?

პასუხი
პასუხობს არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმი ენდოკრინოლოგი ნანა ლევიძე

- თქვენ გაქვთ აუტოიმუნური თირეოიდიტი, რომლის დროსაც იზრდება ანტისხეულების რაოდენობა, რომელიც აზიანებს ფარისებრ ჯირკვალს და ვითარდება ჰიპოთირეოზი. ეუთიროქსის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად წონის და სიმაღლის მიხედვით. უნდა განისაზღვროს ჰორმონები სისხლში - TSH, FT4. თუ ანტისხეულები მომატებული გქონდათ რეკომენდებულია მისი კონტროლი 6თვეში 1-ჯერ. ეუთიროქსის  დოზის  შერჩევის შემთხვევაში , ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია როგორც წესი მოწესრიგებულია წლების მანძილზე.  ჰიპოფიზი არ არის ჩართული ამ პროცესში.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად