, 6 წლის ბავშვს 3 დღე ჰქონდა სიცხე. 38.5-მდე, პირვ... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
commerce
20-02-2019

გამარჯობა, 6 წლის ბავშვს 3 დღე ჰქონდა სიცხე. 38.5-მდე, პირველ დღეს 40-მდე. სხვა არაფერს შეუწუხებია. 2 წლის წინ ჰქონდა მონონუკლეოზი, რომელიც შემდეგ G ფორმაში გადავიდა. ექიმმა გასინჯა ბინაზე ფილტვები სუფთა აქვს, ცხვირიდან გამონადენი არ აქვს, არც ჯირკვლები და არც ყელი აწუხებს. დღეს ანალიზი გავუკეთე და ეს შედეგია. დღეს მთელი დღეა 35-36.5 მდე აქვს სიცხე. რა პრობლემა შეიძლება იყოს? როგორ მოვიქცე?

პასუხი
-ვირუსული და/ან ბაქტერიალური ინფექციის შემდგომ პერიოდში სხეულის ტემპერატურის დაქვეითება ხშირი სიმპტომია.
ეს შესაძლოა იმუნოდეფიციტის, ანტიბიოტიკთერაპიის, სიცხის დამწევი პრეპარატების მოქმედების ფონზე განვითარდეს, რადგან ფუნქციონალურად ირღვევა თერმორეგულაციის ცენტრი (ნერვული სისტემა), ქვეითდება იმუნიტეტი, რაზეც მიუთითებს სისხლის საერთო ანალიზში გამოვლენილი მცირე ცვლილება.
ასეთი მდგომარეობა ინფექციის გადატანიდან შეიძლება გაგრძელდეს 3-7 დღე და დამოკიდებულია ორგანიზმის იმუნიტეტის კომპენსატორულ შესაძლებლობებზე.
მოგვიანებით, 2-3 კვირის შემდეგ შეიძლება გადამოწმდეს სისხლის ანალიზი.
ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვი უნდა დაიცვათ ვირუსული/ბაქტერიული ხელახალი ინფექცირებისგან. შეიძლება გამოყენებული იყოს იმუნიტეტის მასტიმულირებელი საშუალებები. პოლივიტამინები, და რაციონალური, ვიტამინებით მდიდარი საკვები, თბილი სითხის მიღება.
თქვენს კითხვას პასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად