გამარჯობა. ჩავაბარე სიმსივნურ ანტიგენზე ანალიზი. ერთი მომატებულია მცირედიც. ძალიან გთხოვთ მოთხარით ეს რას ნიშნავს. ვიყავი გასტროენტეროლოგთან, ონკოლოგთან. მეუბნებიან იმდენად მცირეა სხვაობა, რომ ასე არც ქონიათ პრაქტიკაში. გთხოვთ მითხარით, არის ეს სიმსივნის საწყისი ნიშანი? ნორმაა 37. მაქვს 41.42
- ეს ანტიგენი ყველაზე ხშირად მატულობს ხოლმე კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნის ზრდის პროცესში, თუმცა ზოგჯერ სხვა სიმსივნეების დროსაც, ამიტომ მისი მაჩვენებელი არ გამოიყენება სიმსივნის სკრინინგისათვის.
ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ CA 19-9 ანტიგენი ზოგჯერ მატულობს ღვიძლის, სანაღვლე გზების ან პანკრეასის ანთებითი დაავადებების დროსაც.
ჩვენი რჩევა იქნება ჩაიტაროთ გარკვეული კვლევა ამ მიმართულებით - ექოსკოპიური ან კომპიუტერული. საუკეთესო შემთხვევაში შეიძლებოდა ჩატარებულიყო პეტ-კტ.
შესაძლებელია 1 თვეში დინამიკაში გაკეთდეს ეს ტესტი და ინახოს ანტიგენი მატულობს თუ მოწესრიგდა, მაჩვენებელი მართლაც მცირედ არის მომატებული და გადაუდებელი და საჩქარო არაფერია.