, მაინტერესებს არის თუ არა რეკომენდებული დარიჩინის... | სამკურნალო მცენარეები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სამკურნალო მცენარეები
10-02-2019

-გამარჯობა, მაინტერესებს არის თუ არა რეკომენდებული დარიჩინის მიღება გასახდომად, რა უკუჩვენებები აქვს და როგორ უნდა მოვამზადო გასახდომი საშუალება.

პასუხი
-დარიჩინი ერთერთი იმ საშუალებათაგანია, რომელსაც შეიძლება მხოლოდ დამხმარე მნიშვნელობა ჰქონდეს წონის კლების პროცესში (აცხრობს შიმშილის გრძნობას და აჩქარებს მეტაბოლიზმს, შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერ საკვებს: ყავას, ჩაის, გიგრას, ხაჭოს,ფაფას) ან ნახევარ ჩაის კოვზ დარიჩინს ერთი ჭიქა მდუღარე წყალი უნდა დაასხათ, დავუმატოთ 1ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და 15 წუთით გააჩეროთ. ასე მომზადებული დალიოთ კვების წინ.
თუმცა უნდა იცოდეთ, წონაში კლება რეალურად მიიღწევა მხოლოდ რაციონალური კვებით და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით. იმისთვის რომ წონაში დაიკლოთ ყურადღება უნდა მიქციოთ კვების რაციონს -მიღებული პროდუქტების კალორიულობა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანაკარგებს. უნდა შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება საკვებისადმი, კვების პროცესისადმი და რაც მთავარია ივარჯიშოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი საშუალებით მიღებული შედეგი უკვალოდ გაქრება და თქვენი კილოგრამები სულ მალე უკანვე დაგიბრუნდებათ.
დარიჩინზე შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია; ხველა, კანის ქავილი, გულისრევა, ღებინება, ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა, დერმატიტი, სახისა და ხორხის შეშუპება, ფაღარათი.
დარიჩინზე ალერგიის გამოსავლენად სადიაგნოსტიკოდ იყენებენ ე.წ კანის ფეჩ-ტესტს, ასევე ჰიპერმგრძნობელობის დასადგენად მიმართავენ სისხლში ანტისხეულების განსაზღვრას.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად