მყავს 3 წლის ბიჭი ამ ზაფხულს სასქესო ორგანოზე ჩუჩა... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

04-02-2019

-მყავს 3 წლის ბიჭი ამ ზაფხულს სასქესო ორგანოზე ჩუჩა ისე ქონდა შევიწროვებული აღარ გადასდიოდა და დაგვჭირდა ქირურგის დახმარება(ოპერაცია არა რაღაცის საშუალებით გაუსუფთავა მიწებებული ადგილი) მას შემდეგ ვცდილობ თვეში ერთხელ მაინც გადავუწიო ბანაობის დროს. მაგრამ ძალიან ეშინია და წინააღმდეგობას გვიწევს. ხან ვერ ვახერხებთ ხან ძლივს წვალების შედეგად გადავუწევთ ხოლმე მაგრამ შემდეგ უწითლდება და ცოტა უსივდება წინ. მაგრამ დილით უკვე გავლილი აქვს სიწითლე. ვიცი ძალის დატანებაც არ შეიძლება მაგრამ იმისიც მეშინია ისევ ექიმი არ დაგვჭირდეს დიდი ხანი რომ არ გადავწიოთ, იმიტომ რომ საშინლად გაწვალდა თითქმის 2 კვირა შარდს იკავებდა ისე ტკიოდა მაშინ. რას მირჩევთ რა გავაკეთო რომ არაფერი დაუზიანო. ეს გადაწევა აუცილებელია? რომ არ გადავწიოთ ისევ შეუხორცდება?

პასუხი
-თუ პატარა ნორმალურად შარდავს, ამასთან არ აღენიშნება ჩუჩის ქვეშ მარილების დაგროვება ან სხვა სახის ნადები, მაშინ ჩუჩის ძალდატანებითი გადაწევა აუცილებელი არ არის, ეს თავისთავად მოხდება დროთა განმავლობაში.
სიცოცხლის პირველ წლებში ვაჟების უმრავლესობას ჩუჩა შევიწროებული აქვს. ეს ფიზიოლოგიური ფიმოზია, რომელიც განპირობებულია არა ჩუჩის ანატომიური შევიწროებით, არამედ ასოს თავზე მისი მიწებებით.
აუცილებელია ჩუჩისა და ასოს თავის ტუალეტი; ყოველიდღიურად ბანაობისას, გადაუწიოეთ ჩუჩა (რამდენზეც გადადის) ყოველგვარი ძალდატანების გარეშე და რეგულარულად გაუსუფთავეთ თბილი წყლითა და საპნით.
ჩუჩის ძალით გადაწევა არ შეიძლება -შესაძლოა, ჩაიჭედოს და წინ გამოცურების უნარი დაკარგოს, რაც ძლიერ ტკივილს და სისხლის შეგუბებას გამოიწვევს. ჩაჭედვისას საჭიროა სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.
თუ 3-6 წლის ასაკში ის სპონტანურად არ გაიხსნა, ექიმის დახმარება გარდაუვალია. ქირურგიულ ჩარევამდე უროლოგმა ჩუჩის უსისხლო მეთოდით გაფართოება უნდა სცადოს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად