მოგესალმებით! სამედიცინო მოსაზრება მაინტერესებს ვ... | ნივთიერებათა ცვლა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნივთიერებათა ცვლა
04-02-2019

მოგესალმებით! სამედიცინო მოსაზრება მაინტერესებს ვაი-ფაის მოქმედების შესახებ ადამიანის ორგანიზმზე. სოციალურ ქსელში უკაბელო ინტერნეტზე ისეთი სტატიები მხვდება, პანიკაში ვვარდები. მათ თუ დავუჯერებთ, წესით დღეს ცოცხალი არ უნდა ვიყო, იმიტომ რომ 8 წლის ვიყავი, როცა მამაჩემმა ოჯახში ვაი-ფაი დადგა და მაშინ არავის არ წარმოგვედგინა რაიმე საშიშროება თუ არსებობდა. მაშინ პატარა სახლი გვქონდა და მე სულ ვმეცადინეობდი მისაღებში მდგარ მაგიდასთან, ერთ სკამზე, რომლის გვერდით ტუმბოზე მაქსიმალურად ახლოს მედო ვაი-ფაი მოდემი სამი წლის განმავლობაში. ასევე ძილის დროს, ვაი-ფაის არ ვთიშავდით და საწოლთან მედო ტელეფონი, რომელშიც ვაი-ფაი იყო ჩართული. აქ “დავაფეისთებ”, რა წავიკითხე ერთ-ერთ სტატიაში: “- უკა­ბე­ლო ინ­ტერ­ნე­ტის ადაპ­ტორს მა­ღა­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბა აქვს, რომ­ლის სახ­ლშიც და­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. ელექტრო­ნუ­ლი ველი, რო­მელ­საც ადაპ­ტო­რი გა­მო­ას­ხი­ვებს, ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ზე გა­ნი­მუხ­ტე­ბა, შლის სის­ხლის პლაზ­მას, თა­ვის და ზურ­გის ტვი­ნის უჯრედს. ამი­ტო­მაც მომ­რავ­ლდა ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბა ახალ­გაზ­რდებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებ­ში“ ეს თუ მართალია, მაშინ გამოდის განადგურებული ვყოფილვარ და გთხოვთ, დამაკვალიანეთ მართლა ასეთი საშიშია თუ არა, საერთოდ რას ასხივებს და მე სადაც ვიჯექი, რა ზეგავლენას იქონიებდა ჩემს ორგანიზმზე, გამოსაკვლევი ვარ? შესაძლებელია, რომ არც არაფერი დაეზიანებინა? გელოდებით.

პასუხი
-ვაიფაის გამოსხივების ჯანმრთელობაზე ასეთი მავნე გავლენის შესახებ მეცნიერული მტკიცებულებები არ არსებობს. ეს არის ცალკეულ მეცნიერთა მოსაზრებები. ვაიფაის როუტერი ყველას ოთახში აქვს და მობილურიც ყველას თან დააქვს. თუ ოფიციალური სამეცნიერო კვლევის შედეგი გამოქვეყნდება ამ საკითხზე, აუცილებლად გახდება ეს ინფორმაცია საჯარო.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება