, ვარ 29 წლის მამაკაცი, ცოტახნის უკან დავსვი აქ კი... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

commerce
02-02-2019

გამარჯობა, ვარ 29 წლის მამაკაცი, ცოტახნის უკან დავსვი აქ კითხვა ანუ ორგაზმის დროს ან შემდეგ მეწყება თავში თითქოს სისხლძარღვი იბერება და გასკდება მგონია რომელიც გრძელდება დიდი ხანი მტანჯველია ძაან თან დაღლილი თვალის სინდრომს მიტოვებს თითქოს მთელი დღე ვტიროდი... მივედი ნევროლოგთან და დამინიშნეს მაგნიტი.გავიკეთე მაგნიტი ოღონდ ანგიოგრაფიით არა ანგიორეჯიმში და დასკვნა მომოვიდა აბსოლუტურად ნორმა ანუ სისხლძარღვებიც და თავის ტვინის თეთრი ნივთიერება პათოლოგიის გარეშე.რას დავაბრალო ეს ან რა შეიძლება იყოს ეს რისი ბრალი? თან უკვე მეექვსე თვეა ეგრე მაქ და სექსუალური პროცესის დროს სულ ამაზე ვფიქრობ რო ცუდად გავხდები ან არ გამისკდეს თავში რამე და როგორცკი ორგაზმს განვიცდი ეგრევე მეწყება მგონია რო გონებას დავკარგავ ისეთი გასკდომის შეგრძნება მაქ მაგრამ არა ტკივილი მხოლოდ გასკდომის შეგრძნება... იქნებ ამომწურავად მიპასუხოთ რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს რაც მჭირს? და ასევე შეიძლება თუ არა მაგნიტს ანგირეჯიმით გამოეპაროს ანევრიზმა?

პასუხი
- კტ გაიკეთეთ თუ მრტ? კარგი იქნებოდა დასკვნა გამოგეგზავნათ. რადგან ნევროლოგმა გამორიცხა თავში რაიმე ორგანული პათოლოგიის არსებობა, მიდით ოფთალმოლოგთან და შეიმოწმეთ თვალშიგა წნევა, ასევე იკონტროლეთ არტერიული წნევა რეგულარულად, სავარაუდოდ აქტის შემდეგ არტერიული წნევა მატულობს და ამას უკავშირდება მსგავსი შეგრძნება, მაგრამ უნდა გამორიცხოთ თვალის პრობლემაც. ასევე ნევროლოგმა უნდა გამორიცხოს გასინჯვით ნევრიტი და ნევრალგია. საინტერესოა კისრის მალების ოსტეოქონდროზი ხომ არ გაქვთ. ეს ჩამონათვალი მხოლოდ ვარაუდებია, ექიმი თავად გააკეთებს დასკვნას გასინჯვის შემდეგ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად