რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მოგესალმებით, ორსულობის შეწყვეტის გამო მომიწია გამოფხეკის გაკეთება, ამ პროცედურის შემდეგ ახლა მოვიდა ანალიზი, რომელშიც ბუშტნამქერის ნიშნები ჩანს, იიქნებ მითხრათ, რას ნიშნავს ეს ბუშტნამქერი, რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი,მკურნალობას რამდენად ექვემდებარება და ხომ არ შეიძლება ხელი შეუშალოს შემდგომ დაორსულებას? მადლობა პასუხისთვის წინასწარ.
პასუხი
პასუხობს არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი თინათინ ფირცხალავა
-ბუშტნამქერი პლაცენტის ბუსუსების პათოლოგიური გადაგვარებაა. ამ დროს საშვილოსნოში ნაყოფი და პლაცენტა არ ვითარდება. სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს სისხლში ქორიონული გონადოტროპინის რაოდენობის მომატებას დასაშვებ ნორმასთან შედარებით, ამიტომ საჭიროა ეს გამოკვლევა ჩატარდეს დინამიკაში გამოფხეკის შემდეგაც. მიზეზი ზუსტად არ არის დადგენილი. ბუშტნამქერი მკურნალობას ექვემდებარება, მაგრამ აუცილებლად გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. დაორსულების ვადაც უნდა განსაზღვროს მკურნალმა გინეკოლოგმა.