ვარ 25 წლის, ასეთი რაღაც მაქვს დაახლოებით ერთი წელ... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

09-01-2019

-გამარჯობავარ 25 წლის, ასეთი რაღაც მაქვს დაახლოებით ერთი წელზე მეტია , დაბანიდან 2-3 დღეში ვითარდება და აქვს ძალიან ცუდი სუნი სასქესო ორგანოს კანზე (შიგნიდან რომ გადავწევ ასე ვთქვათ, გარედან არა) და თეთრი მარცვლებივით წერტილები, დაბანით ადვილად შორდება და კანიც დაზიანებული არ არის საერთოდ, არც სიწითლე არ არის კანის და არც სხვა რამე დაზიანება. ხომ ვერ მეტყვით რა შეიძლება იყოს და რომელი წამალი შეიძლება გამოვიყენო?

პასუხი
-ეს არის სმეგმა, ფიზიოლოგიური გამონდენი და საჭიროებს ყოველდღიურ (დღეში 2-ჯერაც კი) ჩამობანას.
სასქესო ასოს თავზე კანი (ჩუჩა) უნდა გადაიწიოთ ძალდატანების გარეშე სადამდეც გადადის(თუ ჩუჩა არ გადადის თავისუფლად ასოს თავზე ეს ფიმოზია და საჭიროებს უროლოგის დახმარებას), სასქესო ასოზე წაისვით ინტიმური ჟელე ან საპონი, გულდასმით აიქაფეთ და ჩამოიბანეთ, მერე კი კანი პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნეთ(ჰიგიენა გულისხმობს საცვალის ყოველდღიურად გამოცვლას, საცვალი უნდა იყოს თავისუფალი და ბამბის ქსოვილის).
თუ ამ პროცედურას ყოვლდღიურად არ ჩაიტარებთ, სმეგმამ შესაძლოა სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადება გამოიწვიოს.
სუნიანი ნადების არსებობისას სასურველია გაკეთდეს ჯერ სოდიანი წყლის, შემდეგ კი გვირილისა და სალბის ნაყენის თბილი ადგილობრივი აბაზანები.
თუ ჰიგიენის სწორად დაცვამ შედეგი არ გამოიღო, მაშინ საჭირო იქნებ უროლოგთან ვიზიტი და ურეთრალური ნაცხის ანალიზის გაკეთება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
ადამიანების დიდი ნაწილი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ტკბილ, გაზიან, გამაგრილებელ სასმელს იღებს.
სპეციალისტებმა შეისწავლეს ეფექტი, რომელსაც ორგანიზმზე „დროში შეზღუდული“ კვება ახდენს, რაც იმას
"ჩვენს სანათესაოში თითქმის ყველას ჰქონდა კენჭები, ზოგს - თირკმელში, ზოგს - ნაღვლის ბუშტში.
პაპილომა კანის უჯრედების კეთილთვისებიანი სიმსივნური წანაზარდია.
ანგინა ცხელებით, ინტოქსიკაციითა და ნუშურა ჯირკვლების გამოხატული ანთებით მიმდინარე მწვავე ინფექციური დაავადებაა.
ალბათ ბევრს აინტერესებს, რატომ იღებენ სისხლს ანალიზისთვის მაინცდამაინც უსახელო (მეოთხე) თითიდან?
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად