, ვარ 26 წლის ქალი. 2-3 წლის მანძილზე ვიყავი მკაცრ... | ნივთიერებათა ცვლა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნივთიერებათა ცვლა
05-01-2019

-გამარჯობა, ვარ 26 წლის ქალი. 2-3 წლის მანძილზე ვიყავი მკაცრ დიეტებზე თვითნებურად... ისეთი, როგორიცაა მხოლოდ წიწიბურას ჭამა და ა.შ. მოგვიანებით მივხვდი, რომ ამით დავიზიანებდი ჯანმრთელობას და თავი დავანებე... ახლა თუ მაგალითად, დღესასწაულების შემდეგ გადავწყვეტ განტვირთვას და მსუბუქად კვებას, 2-3 საათის მერე შესაძლოა არ მქონდეს იმდენად შიმშილის შეგრძნება, რამდენადაც მაწუხებს თავად მუცლის ხმაურიანი ყურყური, როგორც შესაძლოა სხვა ადამიანს ახასიათებდეს მთელი დღის შიმშილის შემთხვევაში....ამან ნაწილობრივ გამოიწვია რამდენიმე კგ-ს მომატებაც...ვარ საქმითაც დატვირთული და ხომ არ არის ემოციურ სტრესთან კავშირიც? ნერვიულობა და დღის განმავლობაში სტრესი რა როს შეიძლება თამაშობდეს?გამოკვლევებმა რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა არ აჩვენა, ამიტომ ექიმთან ვიზიტსაც არ ვუყურებ დიდი მოლოდინით... ამასთანავე საგულისხმოა ისიც, რომ 3-4 წელია რაც მუდმივად მაქვს პირშ უსიამოვნო სუნი. რომ არ შემიქმნას დისკომფორტი, დღის განმავლობაში, მუდმივად ვღეჭავ საღეჭ რეზინს. დარწმუნებული ვარ, მნებ ჩემს ჯანმრთელობას, მაგრამ ექიმთან ვიზიტი ძალიან ზოგადი იყო... და არანაირი შედეგის მომტანი...ამ შეგრძნებასთან ერთად მხოლოდ შიგადაშიგ ბოყინის შეგრძნება მაქვს, სხვა არაფერი...თუ არის ამ ნიშნებით შესაძლებელი, რაიმე პრობლემის ამოცნობა, ან რომელიმე დაავადების წინაპირობა ხომ არაა?დიდი მადლობა წინასწარ! გამეხარდება თუ დამაკვალიანებს პროფესიონალი

პასუხი
- თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ გაქვთ კუჭნაწლავის პრობლემები, ამისათვის გესაჭიროებათ მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპიური გამოკვლევა, შესაძლოა დაგჭირდეთ  კუჭნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა კონტრასტით, პერისტალტიკაზე დაკვირვებისთვის, გარდამ ამისა, გასაკონტროლებელია თქვენი ენდოკრინული სტატუსიც : ფარისებრი ჯირჯვლის ფუნქცია და სისხლში შაქრის შემცველობა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად