. 2 თვის წინ გავიკეთე მოყინვა საშვილოსნოს ყელზე მქ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

26-12-2018

-გამარჯობა. 2 თვის წინ გავიკეთე მოყინვა საშვილოსნოს ყელზე მქონდა პოლიპი. 4 დღის წინ გავიკეთე ტესტი და დადებითი იყო. მივედი ეხოზე და ვარ 3 კვირის ორსული. კარგ მდგომარეობაშია ყველაფერი. ყვითელი სხეულებია ბევრიო და კარგიაო ესე მითხრეს. ექიმმა დამინიშნა პაპავერინის სანთლები და იოდოფოლი. გუშინ და დღეს ცოტა დაჭიმული მაქვს მუცელი პერიოდულად როცა დიდი ხანი ვდგავარ ფეხზე. ეს ვფიქრობ ნორმალურია მაგრამ რაც მანერვიულებს ისაა, რომ საღამოობით მეწყება საშოში შიგნით რაღაცის ტკივილი. პოლიპი რომ მქონდა მაშინაც ეგ ადგილი მიფეთქავდა ხოლმე და ვფიქრობ ეხლაც საშვილოსნოს ყელი მტკივა. აუტანელი ტკივილი არაა ხან მიფეთქავს, ხან მფხაჭნის რაღაც. იქნებ მირჩიოთ რამე საშიში ხომ არაა?? ჩემი ექიმი საზღვარგარეთაა. მე5 კვირაზე ვარ დაბარებული მაგრამ ძალიან ვნერვიულობ და მანამდე მაინტერესებს.

პასუხი
პასუხობსარჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა

-როგორც წესი, საშვილოსნოს ყელზე პოლიპის არსებობას ქალების უმრავლესობა ვერ გრძნობს. თქვენი ჩივილი, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს საშოში ინფექციის არსებობასთან, ამიტომ გესაჭიროებათ საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა. უფრო მეტად საყურადღებოა დაჭიმულობის შეგრძნება მუცლის ქვედა არეში, რაც დაკავშირებულია ჰორმონ პროგესტერონის ნაკლებობასთან და ამას ესაჭიროება სათანადო მკურნალობა, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ საგანგაშო არაფერია.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად