რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა,მაწუხებს ხველა 3-4 კვირაა,რენტგენი გადავიღე და რადიოლოგმა მითხრა ბრონქიტიაო,თერაპევტთან გამგზავნა, თერაპევტმა რენტგენის სურათს დახედა მაგრამ ბრონქიტი არამგონია უფრო ტრაქეას ვუკავშირებო... მაქვს ძგიდის გამრუდება და შეიძლება რომ ცხვირიდან გამონადენი ჩადიოდეს ტრაქეაში და მაგის გამო ვახველებდე? რამდენიმე დღეა ხველება მომემატა სურდო გამონადენი რაც გამიჩნდა (აქამდე არ დავკვირვებივარ), ყელში თეთრი წერტილები ნახა და ნადები,ეგეც მაგას დაუკავშირა... ანტიბიოტიკი გამომიწერა,მაგრამ დარწმუნებული არ იყო ვფიქრობ... ამიტომაც არ ვარ დარწმუნებული მივიღო თუ არა, მაინტერესებს ამ სიმპტომებზე რეკომენდირებულია მიღება? ხიხინი შეუძლია გამოიწვიოს ცხვირიდან წამოსულმა გამონადენმა? მაღალი/დაბალი სიცხე არ მაწუხებს, 1 თვის წინ მქონდა 3 დღე 37-38 სიცხე და მაგის მერე რაღაც პერიოდი იყო გასული ხველა რომ დამეწყო ისევ... გმადლობთ.
პასუხი
- ჩვენ უკვე გიპასუხეთ, დავამატებთ იმას, რომ ცხვირიდან და ხახიდან ტრაქეაში გადასული ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი შეიძლება იწვევდეს ხველას. კარგი იქნება თუ კონსულტაციას ყელ-ყურის ექიმთანაც გაივლით. ზოგადად კი თქვენი მონათხრობის მიხედვით, რადგან ექიმმა ჩათვალა, რომ გჭირდებათ ანტიბიოტიკი, უნდა მიიღოთ.