არ ვიცი, ეს უცნაურობები ყველასთვის ნორმაა თუ არან... | ფსიქიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქიატრია

კატეგორია - ფსიქიატრია

05-12-2018

- არ ვიცი, ეს უცნაურობები ყველასთვის ნორმაა თუ არანორმალური: რაც თავი მახსოვს, ანუ პატარაობიდან არ მიყვარს უსულო საგნებითვის “ცუდად მოქცევა”. მრცხვენია, ამას რომ გიხსნით, მაგრამ მაგალითად- ჩემს ოთახში მეცადინეობას რომ ვიწყებ და სკამზე ვჯდები, შემთხვევით სულ ფეხს ვურტყამ ხოლმე გამათბობელს და ეგ გამათბობელი მებრალება, ხელს გადავუსვამ ხოლმე მოფერებით. მაგ., პენალი მაგრად თუ დავახეთქე მაგიდაზე, მაგასაც ვეფერები და ხელახლა ვდებ ნაზად და ა.შ. ვინმემ რომ დამინახოს, მაგიდას მოვეფერე ან ტელეფონს ან სხვა ნივთს, მაგრად შემრცხვება, მაგრამ საკუთარ თავთან საერთოდ არ მრცხვენია, იმიტომ რომ მე თუ უხეშად გამოვიყენე ნივთი, ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ უსიამოვნო და გულქვა პიროვნება ვარ, სანამ არ მოვეფერები. ამას წინათ, დედაჩემმა ისეთი უგემოვნო ჯემპრი მიყიდა, რომ პირდაპირ ვთქვი, ვერ ჩავიცმევ ამას-მეთქი. დედამ დამიწყო დაძალება და მე დავიწუწუნე, ფუ როგორ მეზიზღება ეს მახინჯი მაისური-მეთქი. ეს რომ ვთქვი, თითქოს გული მეტკინა და დედა როცა გავიდა, ამ ტანისამოსს ვუთხარი, ნუ გეშინია, მაინც კარგი ხარ-მეთქი. ახლა ამას რომ ვწერ, ისე მრცხვენია, მაგრამ მაგ თვისებას მაინც ვერ ვიშლი. განა იმიტომ რომ მე მართლა ცოცხალი მგონია ეს მატერიები? მაგრამ მე ის შეგრძნება მძულს, რაც ნივთისთვის უდიერად მოპყრობისას მეუფლება და ამიტომაც ვაგრძელებ ამ “სიფაქიზეს”. გთხოვთ, აუცილებლად ამიხსენით ეს რა არის. მინდა, კიდევ ერთ უცნაურობას მოვყვე: დედა, მამა, ბებია ჩამჩიჩინებენ: “დარეცხე ჭურჭელი,რომელზეც მიირთვი, 17 წლის ხარ”. სიმართლე გითხრათ, არ მეზარება, ცხელი წყალი გვაქვს, მაგრამ.. თვითონაც არ ვიცი, რატომ არ ვრეცხავ ხოლმე.. ყოველი ჭამის მერე მახსოვს, რომ უფროსები მის გარეცხვას მთხოვენ, მაგრამ მაინც ნიჟარაში ვდებ უსუფთაოს. გუშინ დიდ ხანს ვიბანდი ხელს სამზარეულოში და დედამ იფიქრა, ჭურჭელს რეცხავსო და მკითხა, ლიკა, დარეცხეო? უნებურად მე ისე მტკიცედ და თითქოს შეურაცხყოფილმა ვუპასუხე, არა, რა სისულელეა-მეთქი, რომ დედამ მიპასუხა,დედოფლად დაიბადე და არ გეკადრება სახლის საქმეო? როგორ არ მეკადრება, მაგრამ როგორც დავუშვათ სიშიშვლის რცხვენია ადამიანს,ისე ვარ მე სახლში ფუსფუსზე. მირჩიეთ.

პასუხი
- ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას თავისი ხასიათი აქვს. თქვენ კეთილი და მგრძნობიარე ხართ, კარგად აღზრდილი, ეტყობა ბავშვობაში არც სათამაშოებს მოექცეოდით ცუდად. ეს კი თავისებურად ეთიკურია.

პოზიტიური განწყობა ცუდი არასდროს არ არის.კარგი იქნება, თუ თავს მოერევით და იმასაც გააკეთებთ, რისი გაკეთებაც არ გინდათ, ხანდახან მაინც. ამით დედასაც ასიამოვნებთ და გარკვეულ წინააღმდეგობასაც დაძლევთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად