ვარ 20 წლის მაქვს გინეკოლოგიური პრობლემა მაქვს ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

04-12-2018

-გამარჯობა ვარ 20 წლის მაქვს გინეკოლოგიური პრობლემა მაქვს სოკო დიდიხანია მაწუხებდა გამონადენი სუნით და მაქვს გახშირებული შარდვა და ბოლოს მივედი ექიმთან ამიღო ნაცხის ანალიზი ჩავიტარე გამორეცხვები 5დღე და მომიწია კიდე ამგვარად მეორე პროცედურის ჩატარება ჩავიტარე ისიც ასევე სახლში დამინიშნა გვირილით ჩამობანვა დღემდე ამას ვაკეთებ და მითხრა რომ მაქვს ცისტიტი და ამაზე წამლები გამომიწერა დავლიე ისინიც რატქმაუნდა იმასთან შედარებით აღარ მაქვს იმდენი გამონადენი როგორც ადრე მქონდა , მაგრამ მაინც მაქვს გამონადენი ცოტა ზოგჯერ ფერსაც იცვლის და ხშირი შარდვაც მაქვს თან დღის ბოლომდე სისუფთავის შენარჩუნება მიჭირს ამის გამო. რაც ძალიან მაწუხებს შეგიძლიათ მითხრათ რისი ბრალია თვითონ ექიმმა მითხრა რომ მეტი პროცედურის ჩატარება აღარ არის საჭირო და რომ უკვე ყველაფერი რიგზეა და უბრალოდ თბილად უნდა ჩავიცვა ცისტიტის გამო .! იქნებ თქვენ მირჩიოთ რამე მადლობა წინასწარ

პასუხი
-შესაძლოა საშოდან გამონადენი არის ფიზიოლოგიური და ცხადია, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა და გამორეცხვები დაუშვებელია.
სასქესო ორგანოებიდან მცირე რაოდენობის გამონადენი ყველა ასაკის ქალისთვის ჩვეული მოვლენაა. გამონადენის რაოდენობა დამოკიდებულია საშოში ამა თუ იმ მიკროორგანიზმის სიჭარბეზე. ქალის სასქესო ორგანოებიდან გამონადენი ნორმალურია, თუ მისი რაოდენობა დღე-ღამეში არ აღემატება 2 მლ-ს, არის ლორწოვანი კონსისტენციისა, უფერული ან რძისფერი და არ აქვს უსიამოვნო სუნი.
მოწიფული ქალის საშოდან გამონადენის ოდენობა დამოკიდებულია ჰორმონულ ფონსა და მენსტრუაციული ციკლის ფაზაზე. ციკლის შუაში გამოიყოფა ჭარბი და წევადი ლორწოვანი გამონადენი, რომელიც კვერცხის ცილას მოგვაგონებს. ამის მიზეზია ესტროგენების მაქსიმალური პროდუქცია, რაც ოვულაციაზე მიუთითებს. მეორე ფაზაში გამონადენი იღებს მოთეთრო ელფერს, კრემისებრ კონსისტენციას, მომჟავო სუნს. მენსტრუალური ციკლის შემდეგ გამონადენის რაოდენობა მინიმალურია.
საშოდან გამონადენი პათოლოგიურია თუ არის სუნიანია, მომწვენო-მოყვითალო, მონაცრისფრო-ჭუჭყიანი, ქაფიანი, ხაჭოსებრი და ა.შ. და ახლავს ჩივილი: წვა, ქავილი, გამონაყარი...
რაც შეეხება ცისტიტს, თქვენ უნდა მიმართოთ უროლოგს და ჩაიტაროთ შარდის საერთო და ბაქტერიოლოგიური ანალიზი.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად