რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა, დაახლოებით 10 დღის წინ შევამჩნიე ლავიწის ძვალის ადგილას კანზე მოწითალო ფერის ოდნავ ამობურცული დაახლოებით 1 სანტიმეტრის ზომის “ტალი”, ყურადღება არ მივაქციე, 10 დღის შემდეგ კი, კისრის ქვემოთ ლავიწის გასწვრივ იმავე მხარეს გაჩნდა წერტილოვანი იმავე ტიპის მოწითალო ტალები, ასევე რამოდენიმე წერტილი მაქვს ბიცეფსის მარჯვენა ხელის კუნთზეც, და გულმკერდზეც. აღნიშნული ტალების ზოგიერთი მათგანის ზედაპირი არის აქერცლილი მოთეთრო ფერის. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეხება მქონდა ქიმიურ ე.წ მინის საწმენდებთან, არის თუ არა შესაძლებელი მას გამოეწვია აღნიშნული ან რა შეიძლება იყოს? და როგორ შემიძლია ვიმკურნალო? სამწუხაროდ ვარ ქვეყნის გარეთ და არ შემიძლია მივმართო ექიმს საქართველოში, მადლობთ წინასწარ... დაახლოებით 2 წლის წინ ამის მაგვარი უფრო მუქი მოყავისფრო ფერის ტალი გამიჩნდა ფეხზე წვივის არეში, მივმართე დერმატოლოგს და მითხრა რომ საგანჰაშო არაფერი იყო, სამწუხაროდ არ მახსოვს რა ჰქვიოდა იმ დაავადებას, მაგრამ რაღაც წამლები გამომიწერა და მაზი რის შემდეგაც თვითონ გაქრა...
პასუხი
- შესაძლოა ეს იყოს ალერგიული დერმატიტის სიმპტომები, რაც შეეხება დანიშნულებას, სჯობს თქვენი სურათი აჩვენეთ რომელიმე დერმატოლოგს ან ალერგოლოგს, რათა შეფასდეს კანის მდგომარეობა.