რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მოგესალმებით.ჩემი პატარა 2 კვირაში ხდება ერთი წლის. მაინტერესებს სწორად იკვებება თუ არა ის. დილით გამთენიისას ჭამს დედის რძეს. 10-11 საათამდე მარცვლეულის ფაფას წიწიბურა,შვრია,ბრინჯი ნახევრად წყალზე და კოლოფის რძეზე მომზადებული,შემდეგ იძინებს დედის რძით.დაახლოებით 2-3 საათამდე ჭამს ბოსტნეულის პიურეს ბროკოლით ქათმის ან საქონლის ხორცით ჩანაცვლებთ, შემდეგ ისევ დედის რძეს. საღამოს 7 საათისკენ ჭამს მაწონს ხილით ან ჰიპის პეჩენიის ფაფას,და ისევ იძინებს დედის რძით. შუალედებში სვამს ცოტა წყალზე და ძალიან ცოტა წვენს, ასევე ცოტა ხილს.ღამით იღვიძებს რამდენჯერმე ტირილით საჭმელად. კუჭის მოქმედება დღეში ერთხელ ან 2-ჯერ აქვს, იშვიათად არცერთხელ. რას მირჩევთ შევცვალოთ თუ არა რამე.
პასუხი
-კვება უნდა გაამრავალფეროვანოთ. ერთი წლის შემდეგ და მთელი შემდგომი ცხოვრების განმავლობაში კვება ოთხჯერადია -საუზმე, სადილი, სამხარი და ვახშამი განსაზღვრულ დროს (კვებებს შორის უნდა იყოს 4სთ-იანი ინტერვალი, აქედან გამომდინარე იმის მიხედვით თუ ბავშვის როდის იღვიძებს კვების საათებს განსაზღვრავთ ზემოაღნისნული პრინციპის გათვალისწინებით). ასეთი პუნქტუალობა ბავშვს დროის შეგრძნების ჩამოყალიბებაში დაეხმარება და თავიდან აგვაცილებს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვმა ჭამიდან ჭამამდე არ მიირთვას ტკბილეული. შუალედებში რეკომენდებულია ხილი, კენკრა, წვენი. ყველაფერს სჯობია მათი მიღება საუზმიდან 1საათის შემდეგ. სადილამდე ნახევარი საათით ადრე რეკომენდებულია ვაშლი -ის მადას აუმჯობესებს. 1 წლის ასაკის ზემოთ პატარა გადადის საერთო მაგიდაზე ანუ მას ეძლევა საოჯახო საკვები, გარდა იმ გამონაკლისებისა, რაც მოზდრილებისათვისაც არ არის სასარგებლო (ღორის, ცხვრის ხორცი, მარგარინი, მწარე, მჟავე საკვები, კონცეტრირებული შოკოლადი, გაზიანი სასმელები და ა.შ.). დამატებითი რეკომენდაციები ნახეთ ბმულზე https://mkurnali.ge/kithkhva-pasukhi.html?view=question&id=156232