! ვარ 37 წლის ქალბატონი. მარჯვენა მხარეს ზუსტად სა... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

20-11-2018

-გამარჯობათ! ვარ 37 წლის ქალბატონი. მარჯვენა მხარეს ზუსტად საკვერცხესტან მაქვს ყრუ ტკივილოს შეგრძნება. ორჯერ მქონდა ძლიერი ტკივილი. ზოგჯერ როცა მოშარდვა მინდოდა. ორი თვის წინ იმ ადგილზე ხელის დაჭერის დროსაც მტკიოდა ძლიერ და ეხლა ხშირად ყრუდ მტკივა და თითქოს მარჯვენა ფეხშიც გადამდის დისკომფორტი (ასევე მაქვს თიაქარი და ეს ფეხი მაწუხებს, მაგრამ ეს სხვა შეგრძნებაა). როცა შეტევა მქონდა ორჯერ გავიკეთე ეხო. არაფერი გამოჩნდა პურველ ეხოზე, მხოლოდ მცირე ზომისკისტა. მეორედ 2 თვის წინ გავიკეთე და რადგან ძალიან მტკიოდა ხელის დაჭერაზე (ბრმა ნაწლავი ამოღებული მაქვს) , მაგრამ ვერაფერი იპოვა, ბოლოს თქვა მილის ანთებააო (რაშიც ეჭვი მეპარება), თუმცა ამაზეც ვიმკურნალე. ნაწლავის გამოკვლევა(კოლონოსკოპიაც გავიკეთე და მუცლის ზედა ნაწილის ეხოც (თუმცა ეს უკანასკნელი ცოტა ადრე, ვიდრე ეს ტკივილი დამეწჰებოდა). ნაღვლის ბუშტიც მაწუხებს. ისიც მითხრა ექოსკოპისტმა, შეიძლება ბრმა ნაწლავის ოპერაციის ჩახორცებები იჰოს და ის გაწუხებდესო. იქნებ მითხრათ, რა შეიძლება მტკიოდეს ან კისტა შეიძლება იყოს და არ ჩანდეს? ან სხვა მარჯვენა მხარეს საკვერცხის ადგილზე რა შეიძლება მტკიოდეს? ასევე გაკეთებული მაქვს კოლპოსკოპია და პაპ ტესტი. აქაც არაფერია.

პასუხი
პასუხობს  არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმი რეზიდენტი ციცინო მილაძე

- ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს ანთებით პროცესთან - საკვერცხის, მილის, ნაწლავის. მუცლის შებერილობა და კოლიტი - ნაწლავის ანთებაც ხშირდ არის ხოლმე მსგავსი ტკივილის მიზეზი. საკვერცხის დიდმა ზომის კისტამაც შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი. ოპერაციის შემდგომი შეხორცებითი პროცესი, ასევე იწვევს დისკომფორტს. ტკივილი დამახასიათებელია ასევე  ენდომეტრიოზისთვისაც. ყველა შემთხვევაში, როგორც მწვავე ასევე ქრონიკული ანთებების დროს ინიშნება სათანადო მკურნალობა. კისტა, როგორც წესი ჩანს ექოსკოპიაზე. თქვენ შეიძლება გქონდეთ, საკვერცხის ქრონიკული ანთება, რასაც ემატება აპენდექტომიის შემდგომი შეხორცებითი პროცესი.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად