კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
commerce
16-11-2018
გამარჯობა, იანვარში გავიკეთე კოლონოსკოპია, რადგან ნაწლავიდან განავალს პერიოდულად მოყვებოდა ლორწო, ხანდახან გაზების დროსაც მქონდა მხოლოდ ლორწოვანი გამონადენი, ისიც იშვიათად. დამიდგინდა ანთება და სავარაუდო დიაგნოზად დამესვა არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, რაც კითხვის ნიშნით მიწერია ფორმა 100-ში. დამენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა, კუჭის მოქმედება აღმიდგა (იქამდე მქონდა 3-4 დღეში ერთხელ), ძირითადად მაქვს ყოველდღიური მოქმედება, ზოგადად თავს კარგად ვგრძნობ. წავიკითხე სტატიები და ვნახე უამრავი გადაცემა ამ დაავადების შესახებ და ყველა ამ მასალაში ნათქვამია, რომ წყლულოვან კოლიტს ახასიათებს დიარეა, რაც მე არასოდეს მქონია. ამასთან, ერთ-ერთ გადაცემაში, ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა გასტროენტეროლოგმა აღნიშნა, რომ თუ სწორ ნაწლავი სუფთაა, დიაგნოზი ვერ იქნება წყლულოვანი კოლიტი (მე მითხრეს, რომ სწორ ნაწლავში არაფერი მაქვს). ასევე, ამავე გასტროენტეროლოგმა თქვა, რომ წყლულოვანი კოლიტის დროს მთელი ნაწლავი არის გადაწითლებული (დაწყლულებული), ჩემს შემთხვევაში ასეთი რამ არ იქნა ნანახი კოლონოსკოპიის დროს. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ჩემი დიაგნოზი არ იყოს წყლულოვანი კოლიტი, არამედ იყოს რაიმე ბაქტერიით გამოწვეული ანთება, რასაც, ბუნებრივია, ბაქტერიებზე კვლევა დასჭირდება. მაქვს უფლება ეს ეჭვი მქონდეს? მადლობა წინასწარ
პასუხი
- არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი აუტოიმუნური დაავადებაა და საკმაოდ სერიოზული მიმდინარეობა და პროგნოზი აქვს. ნაწლავებში წყლულები შეიძლება ნებისმიერი ქრონიკული ან მწვავე ინფექციის დროსაც ჩამოყალიბდეს, მაგრამ ეს არ არის არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი. ამ დაავადების საბოლოო დიაგნოზი დაისმება მაშინ როცა წყლულები გარკვეული ხნის განმავლობაში რეგულარულად ყალიბდენა ყოველი გამწვავებისას და ყოველი გამაღიზიანებლის მოქმედებისას. თუ წყლულები უკუვითარდება მკურნალობისას და აუტოიმუნური პროცესი არ ვითარდება, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ პაციენტმა შეიძლება ხანგრძლივ რემისიას და განკურნებასაც კი მიაღწიოს. ჩვენ ზეპირად ვერ გეტყვით, თქვენ გაქვთ თუ არა არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, თუმცა იმედი იმისა, რომ შეიძლება ეს დაავადება არ გაქვთ და მკურნალობის ფონზე მდგომარეობა გამოსწორდება, უნდა იქონიოთ. თუმცა ამისთვის უნდა შეასრულოთ გამოცდილი გასტროენტეროლოგის ყველა რეკომენდაცია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება
თუ ერთ ჩაის კოვზ თაფლს ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის ნადგომ წყალში გახსნით და უზმოზე რეგულარულად დალევთ,