კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს
კატეგორია - რჩევები მშობლებს
14-11-2018
-გამარჯობა. 4 თვის ბავშვს ღია პირით რატომ უნდა ეძინოს? გაციებული არაა.
პასუხი
-პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ისეთი ბანალური მიზეზი, როგორიცაა მშრალი ჰაერი ოთახში და ცხვირში მშრალი ქერქი.
ბავშვს უნდა ჩაუტაროთ ცხვირის ტუალეტი: ცხვირი გაუსუფთავეთ ბამბის ტამპონის ბრუნვითი მოძრაობით, ფრთხილად. თითოეული ნესტოსთვის უნდა იხმაროთ თითო ტამპონი. ქერქების მოსაცილებლად ნესტო გაუწმინდეთ ვაზელინიანი ბამბით.
ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთება ხდება კვებამდე 15-20 წუთით ადრე. თავდაპირველად აწვეთებთ 1-2 წვეთს თითოეულ ნესტოში, 10 წუთის შემდეგ -კიდევ 1-2 წვეთს, რათა დაიშალოს უფრო ღრმად მდებარე სქელი ლორწო. ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთება 4-5 დღე შეიძლება. ამ ხნის განმავლობაში სხვა წვეთების გამოყენება რეკომენდებული არ არის. ჩაწვეთების შემდეგ უმჯობესია ბავშვი ზურგზე დააწვინოთ, თუ ეს სუნთქვაში ხელს არ შეუშლის. ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთების შემდეგ ლორწოს გამოსატანად შეგიძლიათ ვაკუუმბალონი გამოიყენოთ.
ჰაერის ტემპერატურა ოთახში დაახლოებით 22-230 უნდა იყოს, ტენიანობა 50-65%, რეგულარულად გაანიავთ ოთახი, ბავშვის საწოლი არ უნდა იდგას გამათბობელთან ახლოს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება
თუ ერთ ჩაის კოვზ თაფლს ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის ნადგომ წყალში გახსნით და უზმოზე რეგულარულად დალევთ,