კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია
კატეგორია - დიეტოლოგია
10-11-2018
-გამარჯობათ, ვარ 16 წლის, 170 სიმაღლეში და 76 კილო. 16 კილოს დაკლება მინდა. და მაინტერესებს თუ შევძლებ ციკლი მაქვს არეული და შესაძლებელია თუ დაკლება. ან რამე წამალი არის ციკლი რო დაეწყოს? ფინანსებიდან გამომდინარე ექიმთან ვერ მივდივარ. და შეგიძლიათ რო მიპასუხოთ?
პასუხი
-წონის კორექციისთვის დიეტას საიტიდან ვერ დაგინიშნავთ, უნდა მიმართოთ დიეტოლოგ-ენდოკრინოლოგს ჩაგიტარდებათ გამოკვლევები და დაგენიშნებათ კონკრეტულად თქვენზე მორგებული კვების რეჟიმი.
არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება დამტებითი ფაქტორი გახდება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების შექმნის, მით უმეტეს უჩივით არარეგულარულ მენსტრიაციულ ციკლს, რომლის მიზეზი აუცილებლად არის დასადგენი, თუ პირველი მენსტრუაციის დაწყებიდან უკვე 1,5-2 წელი გასულია.
ეს ასაკი გარდატეხის, სქესობრივი მომწიფების, ორგანიზმის აქტიური ზრდის პერიოდად ითვლება. წონის მატება ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია, მაგრამ ამ მიზნით საკვების შეზღუდვა ან მასზე უარის თქმა უარყოფითად აისახება ზრდა-განვთარების პროცესზე.
მოზარდისთვის მკაცრი დიეტა დაუშვებელია. უარი თვით სასუსნავებზე, ცხიმიან, შემწვარ საკვებზე, გამორიცხეთ ტკბილეული,ტკბილი გაზიანი სასმელი, ცომეული და ღამით კვება. კვებაში უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებს, აუცილებლად მიიღეთ (ზომიერად) ხორცი(მოხარშული) და პური.
პარალელურად საჭიროა ინტესნიური ვარჯიში(დაკავდით თქვნთვის სასურველი სპორტით).
პირველ ეტაპზე ესეც საკმარისი იქნება წონის კლებისათვის.
მხოლოდ ასეა შესაძლებელი ჯანმრთელობის დაუზიანებლად სასურველი შედეგის მიღება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება
თუ ერთ ჩაის კოვზ თაფლს ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის ნადგომ წყალში გახსნით და უზმოზე რეგულარულად დალევთ,