. მყავს 6 წლის გოგონა. გაწამებული ვარ უკვე. აქვს პ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

08-11-2018

-გამარჯობათ. მყავს 6 წლის გოგონა. გაწამებული ვარ უკვე. აქვს პერიოდული საშინელი თავის ქავილი განსაკუთრებით ღამის საათებში. ძირფესვიანად ვადევნებ თვალს პარაზიტებს. არანაირი პარაზიტი არ ყავს. (წილიც კი) არც ქერტლი აქვს, არც სიწითლე, არც რააიმე გამონაყარი. გაკრიალებული აქვს რომ დახედოთ თავის კანი. უბრალოდ მხოლოდ ექავება. არის ჩვეულებრივი ბავშვი. უფლის წყალობით არანაირი ნერვული პრობლემები არ აქვს. უკვე გაუსაძლისად მოქმედებს ჩემს ნერვებზე ეს ყველაფერი. გთხოვთ ან მირჩიეთ რაიმე ან დამაკვალიანეთ ვის უნდა მივაკითხო. ალერგიული არაა. რა გამოვიკვლიო. ღამით ეღვიძება ამ ქავილით გაუთავებლად იქავებს. მეცოდება უკვე რა გავაკეთო აღარ ვიცი. იქნებ რაიმე შამპუნი მირჩიოთ. თითქმის ყველა საბავშვო შამპუნი ვცადე არაფერი შველის. ზოგი ქერტლს უჩენს ზოგი არ უხდება. ზოგადად სიმშრალისკენ მიდრეკილი თავის კანი აქვს. ან იქნებ, წელს მივიდა სკოლაში, არ გაჭირვებია მაგრამ იქნებ ემოცია აქვს ან არ ვიცი რამე მირჩიეთ გთხოვთ. მადლობა წინასწარ. (მხოლოდ თავის კანი ექავება, სხვაგან არსად)

პასუხი
-აუცილებლად უნდა ნახოს ბავშვი დერმატოლოგმა. თავის ქავილის მიზეზი ან პარაზიტებია, ან ალერგია, ან სოკოვანი ინფექცია. სხვათაშორის მუნიც უნდა გამოირიცხოს. არის თავის არეში მუნის შემთხვევებიც და რადან ღამე საწოლში ეწყება და ძლიერდება ქავილი მუნია საფიქრებელი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად