კითხვა-პასუხი - ფსიქონევროლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ნოემბერი 2018
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქონევროლოგია
კატეგორია - ფსიქონევროლოგია
commerce
06-11-2018
გამარჯობათ, ვარ 18 წლის ბიჭი. ანუ გარემომყოფები აღმიქვავენ როგორც ჩვეულებრივ ბიჭს. ზოგი როგორც ფსიქოლოგიურად ძლიერს ან ნორმალურს. ბავშვობიდან მართლაც ძლიერი ვიყავი, ელემენტარული არავის ვუშინდებოდი. ვაკეთებდი იმასაც რასაც სწორედ ვთვლიდი და არავის ზემოქმედების შიში არ მქონდა. მაგრამ დაახლოებით მე-5 კლასიდან დამეწყო ასე რომ ვთქვათ რაღაც სისუსტე, იმისა რომ ხალხი ვერ გამიგებს. აუდიტორიაში საუბრისას რაღაც შემეშლება და სხვა. მიუხედავად იმისა რომ ყველას ძლიერი ადამინი ვეგონე, ძაან კარგად ვიცოდი ვირაცასთან ე.წ რაზბორკაზე წასვლისას როგორ ამიჩქარდებოდა გული და შემეშინდებოდა(ახლა ამ კუთხიტ საგრძნობლად გამოვსწორდი, მაგრამ შეიძლება მაინც იყვეს მსგავსი სიტოაცია სადაც ცემი სიმართლე ვერ დავიცვა) დაახლოებით მე-11 კლასამდე ამას ჩვეულებრივ ვუყურებდი და ვფიქრობდი ეს ასაკიდან გამომდინარე იყო. მეგონა ეს ყველაფერი გაზრდასთან ერთად გაქრებოდა, მაგრამ არა, ყველაფერი ძველებურადაა. კვლავ მაქვს შიშები რომ შეიძლება საზოგადოებასთან საუბრისას თავი ვერ შევიკავო და უეცრად გული ამიჩქარდეს თანაც ძალიან.შესაძლოა ვიღაცის მარალ ხმაზე ამიჩქარდეს გული, რაც ნორმალურად აზროვნებაში ხელს ძალიან მიშლის. მაგრამ საქმე ისაა რომ სხვები ამას ვერ ამჩნევენ, ალბათ არც ვიმჩნევ და ყველას ჩემს ძლიერ სახეს ვაჩვენებ. ძაან ვწუხვარ ასე რომაა, ბევრ რამეში მიშლის ხელს. რეალურად ვფიქრობ წარმატებისთვის ეს რაღაც ფობია სასწრაფოდ უნდა დავძლიო. ვცდილობ მოვერიო ჩემი გონებით, ხანდახან გამომდის მაგრამ მეტწილად ვერ ვახერხებ. ამასთან ერთად მინდა ისიც გაითვალისწინოტ რომ საამისო ფობიის გაჩენის არანაირი მიზეზი არ მაქვს. გონებრივადაც და ფიზიკურადაც საკამოდ ძლიერი ვარ. მერწმუნეთ, რომ მნახოთ თუნდაც ბევრი ლაპარაკის შემდეგაც კი თქვენზე მხოლოდ ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას დავტოვებ. იქნებ რამეთი დამეხმაროთ, ვფიქრობ, იქნება ისეთი წამალი რაც ასეთ სიტოაციაში უბრალოდ დამამშვიდებს. მადლობა წინასწარ, თქვენი დახმარება ძალიან მჭირდება
პასუხი
- როგორც აღნიშნეთ, ხართ 18 წლის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ასაკობრივი ცვლილებები, რომლებიც თქვენს ორგანიზმში მიმდინარეობს, კვლავ აქტიურია. ვაჟებში ეს ასაკი 20-22 წლამდე გრძელდება. ამ პერიოდში ხდება ჰორმონთა ჯანყი ორგანიზმში და ეს უდევს საფუძვლად ყველა იმ შეგრძნებას, რასაც უჩივით. 2-3 წელში ეს ყველაფერი გაივლის, მაგრამ მანამდე აუცილებლად უნდა მიმართოთ პირველ რიგში ოჯახის ექიმს, რომელიც გაგიშვებთ კონსულტაციაზე ენდოკრინოლოგთან, კარდიოლოგთან ან ნევროლოგთან საჭიროების შესაბამისად. თვითნებურად შეგიძლიათ მიიღოთ მსუბუქი მცენარეული დამამშვიდებლები: ვალერიანი, ბარამბო. ვაგოსტაბილი, კორსიზი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
25 მაისი 2011
სახის კანის სიწითლე, თუნდაც დროებითი, ყველაზე ხშირად კაპილარების პრობლემაზე მიგვითითებს.
20 ნოემბერი 2018
სიმსივნისგან 100%-ით ვერც ერთი პროდუქტი ვერ დაგიცავთ, მაგრამ ზოგიერთ მათგანს შეუძლია საგრძნობლად
თუ გინდათ, საყვარელი ნივთი დიდხანს გამოიყურებოდეს ახალივით, სათანადოდ უნდა მოუაროთ. იგივე შეიძლება
შეკრულობა (ყაბზობა) სადღეისოდ ბევრი ადამიანის პრობლემაა, ცხოვრების არასწორი წესი, მჯდომარე, უმოძრაო
ექიმ პროქტოლოგ დავით კალანდაძეს მედიცინის დოქტორის საპატიო წოდება