, 14 წლის მოზარდს (ბიჭი) ბოლო ერთი წლის განმავლობა... | დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
04-11-2018

-გამარჯობა, 14 წლის მოზარდს (ბიჭი) ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაძლიერებული აქვს ოფლიანობა. ღამით განსაკუთრებით სულ მთლად სველდება, ხოლო დღის განმავლობაში საოფლე ჯირკვლებიდან (ირღლია) გამოყოფილი ოფლით ასველებს ნებისმიერი შემადგენლობის ტანსაცმელს. გთხოვთ მირჩიოთ რა მიმართულებიდან დავიწყოთ გამოკვლევა და სავარაუდოდ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი

პასუხი
- ჰიპერჰიდროზი შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური და პათოლოგიური. ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა და ემსახურება ორგანიზმის მიერ ჭარბი სითბოს გამოყოფას, მაგალითად ფიზიკური დატვირთვის დროს, გარემოს ტემპერატურის მატებისას და ა.შ.
ჰიპერჰიდროზი ზოგჯერ შიშის, მღელვარების, სირცხვილის გრძნობის დროსაც იჩენს ხოლმე თავს. პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი კი განპირობებულია ნეიროენდოკრინული დარღვევებით, რომელთაგანაც წამყვანია ცენტრალური და ვეგეტაციური ნერვული სისტემის ფუნქციური ან ორგანული ცვლილებები.
მკურნალობა გულისხმობს კანის ხშირ ბანას საპნით, ისეთი ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც ოფლის დაშლას უშლიან ხელს (ალუმინის პრეპარატები, ანტიბაქტერიული საპონი და სხვა);
აგრეთვე - ისეთი დეზოდორანტებისა და ადსორბენტების მოხმარებას, რომლებიც აქრობენ ოფლის დაშლის შედეგად წარმოქმნილ მყრალ სუნს და ხელს უშლიან ოფლის წარმოქმნას. საოფლე ჯირკვლების ფუნქციის გასაუმჯობესებლად კარგია სალბის და მუხის ქერქის აბაზანები; მიიღეთ B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი და კალციუმის პრეპარატი.
თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ და ჭარბი ოფლიანობა მაინც აღინიშნება, მაშინ დღის წესრიგში დგება ხოლმე ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის - თირეოტოქსიკოზის გამორიცხვა , რისთვისაც უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს. - ამ საკითხში უკეთ გარკვევისატის გაეცანით ჩვენს ვბე გვერდზე სტატიებს „როგორ ვებრძოლოთ ოფლიანობას“
https://mkurnali.ge/profilaqtika/skheulis-higiena/4564-rogor-vebrdzoloth-oflianobas.html
და „მნიშვნელოვანი საზრუნავი ოფლის სუნი“
https://mkurnali.ge/profilaqtika/skheulis-higiena/1301-mnishvnelovani-sazrunavi-oflis-suni.html
ტეგები: ოფლიანობა
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად