მოგესალმებით. მაინტერესებს მილების გამოკვლევა ( გა... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

03-11-2018

-მოგესალმებით. მაინტერესებს მილების გამოკვლევა ( გამტარია თუ არა) დაახლოებით რა ჯდება. საშუალო ფასი რომ მითხრათ და მტკივნეულია თუ არა. ერთი წელია გათხოვილი ვარ. პირველად მალევე დავორსულდი და ორ კვირაზე შემიწყდა ორსულობა. მერე ექიმის რჩევით 4თვე თავს ვიცავდი იარინათი. ამის მიტოვების შემდეგ ისევ დავორსულდი ერთ თვეში და ორი კვირის ვადაზე კვლავ შეწყდა. ვმკურნალობ რეპროდუქტოლოგთან, ანოვულატორული ციკლი არ მაქვს, თითქოს ჰორმონებიც წესრიგშია, მაგრამ ბოლო შეწყვეტილი ორსულობის მერე 5 თვე გავიდა და ორსულობა არ დგება. მირჩევთ მილების გამტარიანობაზე გამოკვლევას? ჩემი ექიმი ამის საჭიროებას ვერ ხედავს. მეუღლემ გაიკეთა სპერმოგრამა და აქვს მხოლოდ მორფოლოგიის და მოძრაობის პრობლემა. შეიძლება ამის ბრალიც იყოს? თუმცა მეუღლის სპერმით ხო დადგა ორჯერ ორსულობა.

პასუხი
პასუხობს  არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი თინათინ ფირცხალავა

- მილების რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ანუ ჰისტეროსლაპინგოგრაფია მერყეობს   180-210 ლარის ფარგლებში. ყველა კლინიკას აქვს თავისი განფასება. რაც შეეხება მტკივნეულებას, პროცედურის ჩატარების წინ კეთდება ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი. თუ ჰორმონალური მაჩვენებლები გაქვთ ნორმის ფარგლებში გირჩევდით ჩაიტაროთ TORCH  ინფექციების გამოკვლევა, ვირუსები, ტოქსოპლაზმა, ქლამიდია, ასევე უჯრედშიდა - მიკოპლაზმა, ურეაპლაზმა, კოაგულაციური გამოკვლევები და გაიზომოთ რექტალური ტემპერატურა. შეგიძლიათ ჩაიტაროთ მილების გამოკვლევა. რაც შეეხება მეუღლის სპერმას, ორსულობა მართალია დადგა, მაგრამ შეწყდა, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო სპერმატოზოიდების პათოლოგია.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად