ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ. დღეს შემთხვევით გამკაწრა... | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
11-07-2010

- ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ. დღეს შემთხვევით გამკაწრა ფრჩხილით მეზობლის ძაღლმა.ნაკაწრი ძალაინ უმნიშვნელოა. სპირტით გავიწმინდე და არც კი ამეწვა..მაგრამ მაინც ძალიან მეშინია რამე არ დამემართოს..ახლა, როცა ავნერვიულდი, მეჩვენება, რომ მტკივა კიდეც. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი?

პასუხი

- ზოგადად, ძაღლის მიერ მიყენებული ჭრილობა (იქნება ეს კბილით თუ ბრჭყალით) სიფრთხილეს საჭიროებს. დაცული უნდა იქნას ის წესები, რომლებიც ცოფის პროფილაქტიკისთვისაა მოწოდებული. ჭრილობის სიდიდესა და სიღრმეს არ აქვს მნიშვნელობა, მეტიც, იგივე წესები უნდა დაიცვათ ძაღლის მიერ კანის დადორბლვის შემთხვევაში. წესები კი ასეთი გახლავთ: პირველ რიგში თუ შესაძლებელია, დაადგინეთ - ძაღლი, რომელმაც გაგფხაჭნათ, აცრილია თუ არა და დააკვირდით 10 დღის განმავლობაში ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუ ძაღლი 10 დღეში მოკვდება, მაშინ გარისკვა დაუშვებელია - აუცილებლად უნდა გაკეთდეს ანტირაბიული აცრები. თუ ძაღლი 10 დღის შემდეგაც ჯანმრთელი დარჩება, მაშინ შეგიძლიათ დამშვიდდეთ, თქვენ საშიშროება აღარ გემუქრებათ.

მეტად მნიშვნელოვანია კანის დაზიანების უბანი: თუ ნაკბენი ან ნაფხაჭნი კიდურების პერიფერიულ ნაწილებზე (თითებზე) ან თავის არეში გაქვთ, მაშინ 10 დღე ლოდინი არ შეიძლება და დაუყოვნებლივ იწყება აცრები. მაგრამ თუ 10 დღის შემდეგ ცხოველი ცოცხალი იქნება, აცრები წყდება ანუ ასეთ შემთხვევაში სამი ინექციის შემდეგ წყდება ვაქცინაცია.

კომენტარები
29 აგვისტო 2016 16:33
სახლში ერთი კვირაა გვყავს ერთი თვის ლეკვი, ძალიან ოდნავ გაკაწრა ბავშვი, ჯერ ლეკვისათვის აცრა არ ჩაგვიტარებია, რამდენად საშიშია ასეთი ნაკაწრი და არის თუ არა აცრის ჩატარების აუცილებლობა??
14 ივლისი 2016 10:18
Gamarjobat.gtxoct mipasuxot dzalian vnerviulob ezoshi aris zagli romelic sakmaod cynari da mshvidia gushin etamashebodnen bavshvebi.chem shvils shevamshnie nakacri tumca orive amtkicebs ro manamde caikca da nakacric ikidan miigo.xelis gulzea chamovbane sapnit da briliantis mcvane cavusvi.mteli gaea ar mzinebia davakvirde zagls tu aris rame analizi acramde rac adgens aris tu ara organizmshi moxvedrili baqteria an ramden dgeshi gavuketo vakcina maksimum
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება