. ვარ 24 წლის გოგო. მენსტრუაცია ყოველთვის თავის დრ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

19-10-2018

-გამარჯობა. ვარ 24 წლის გოგო. მენსტრუაცია ყოველთვის თავის დროზე მეწყება, არც ტკივილები მაწუხებს და მსგავსი პრობლემები არასდროს არ მქონია, მაქვს 7 დღიანი. დაახლოებით 3 თვის წინ მე-7 დღეს მქონდა სექსი. შემდეგ თვეში მენსტრუაცია შემიმცირდა, მე-3 დღიდან სისხლის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა ვიდრე ჩვეულებრივ მქონდა ხოლმე და მე-7 დღეს თითქმის საერთოდ აღარ მქონია. მომავალ თვეშიც ისე მოხდა რომ მენსტრუაციის მე-7 დღეს მქონდა სექსი და შემდეგ მენსტრუაციაზეც იგივე სიმპტომები მქონდა, ანუ შედარებით მცირე მენსტრუაცია. შეიძლება რომ მენსტრუაციის მე-7 დღეს სქესობრივ კავშირს გამოეწვია ეს? ამ თვეშიც შემცირებული რაოდენობით მქონდა და ბოლო დღეს ისევ აღარ მქონია. სხვა მხრივ არ ვუჩივი არც ტკივილს და არაფერს. სქესობრივი ცხოვრება 2 წლის წინ დავიწყე.

პასუხი
-ამ მდგომარეობას ოლიგომენორეა/ჰიპომენსტრუალური სინდრომი ჰქვია. კონკრეტული მიზეზის დასადგენად ექოსკოპიური კვლევის გარდა ჰორმონული გამოკვლევაც საჭიროა.
რისთვისაც გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოთ.
ოლიგომენორეის მიზეზი ხშირად არის საკვერცხეების დისფუნქცია, საშვილოსნოს ჰიპოპლაზია, ქრონიკული ენდომეტრიტი, ენდომეტრიოზი, აბორტის შემდეგ ენდომეტრიუმის სერიოზული დაზიანება, ასევე ოლიგომენორეას ადგილი აქვს სქესობრივი მომწიფების დასაწყისში და მენოპაუზის დასაწყისში.
საერთოდ მენსტრუაციის პერიოდში სქეობრივი კავშირი არ არის რეკომენდებული.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად