კითხვა-პასუხი - პედიატრია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პედიატრია
კატეგორია - პედიატრია
commerce
07-10-2018
გამარჯობათ ტყვიაზე გაუკეთე ჩემ 2წლის8 თვის გოგოს ანალიზი .პასუხი მომივიდა 35 ნორმა და 33 შედეგი ჩემმა ექიმმა მითხრა ნორმას არ ცილდება მაგრამ კარგიც არააო და დამინიშნა თუთია რომელიც მხოლოდ დიდუბე პლაზას აფთიაქში იყიდება ,ეხლა ვანხულობ ინტერნეტში და ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიე თუთიასა და ტყვიიის მომატებასთან სამკურნალოდ იქნებ მირჩიოთ დავალევინო თუ არა .სხვა ანალიზები გაკეთებული გვაქვს რამე დიდი სხვაობა არაფერია რკინა ცოტა მეტი აქვს ჰემოგლობინი კარგია .ხშირად მაქვს გამოყენებული ანტიბიოტიკი ხშირი გაციების და ბრონხიტის გამო იმუნიტეტი დაუსუსტდა ძალიან და ამიტომ აუღე ყველა ანალიზი .ბავშვს განვითარების მხრივ არ აქვს პრობლემა ოდნავ ნერვიული და აქტიური არის .ველოდები თქვენს რჩევას ინტერნეტში რაც წერია ყველაფერი წავიკითხე უკვე:)
პასუხი
- ეს მაჩვენებელი არის ნორმის ფარგლებში, განზომილება ლაბორატორიას უწერია მიკროგრამი/ ლიტრში ანუ თუ გადავიყვანთ მიკროგრამ/ დეცილიტრში, მაჩვენებელი ბავშვს აქვს 3,3 და ის არავითარ მკურნალობას არ საჭიროებს. თუთიას რისთვის უნიშნავს, ამას ჩვენ ვერ გეტყვით, ზოგადად თუთია ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევების დროს შეიძლება დაინიშნოს ხოლმე, მაგრამ საჭიროა თუ არა მისი მიღება თქვენს შემთხვევაში, ეს მისმა ექიმმა უნდა გადწყვიტოს. შეგიძლიათ ტყვიის შემცველობაზე ანალიზი გაიმეოროთ ყოველი შემთხვევისათვის რამდენიმე თვის შემდეგ.
თქვენს კითხვას პასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
17 დეკემბერი 2018
ზამთარში წონის მა­ტე­ბას მარ­თლაც ბევ­რი უჩი­ვის. ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას განმარტებით, ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია
17 დეკემბერი 2018
ინტიმური ჰიგიენა ერთ-ერთი ისეთი საკითხია, რომელზეც ყურადღების მოდუნება ნამდვილად არ შეიძლება.
სპეციალისტთა განცხადებით, თაფლის რეგულარულად მიღება ორგანიზმის მდგომარეობას აუმჯობესებს.
მკურნალი გე-ს რედაქტორი,თამარ მამაცაშვილი გვირჩევს, გავეცნოთ ამ ინფორმაციას ერთი შეხედვით უვნებელი ინფექციის შესახებ:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის ჟუჟანა ჯაკაბის განცხადებით,