მოგესალმებით, ძალიან გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ, ინფო... | ფსიქონევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქონევროლოგია

კატეგორია - ფსიქონევროლოგია

27-09-2018

-მოგესალმებით, ძალიან გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ, ინფორმაციის ათვისებასთან დაკავშირებით მაქვს პრობლემა, ძალიან გვიან ვითვისებ და მალევე მავიწყდება, ასევე მიჭირს ინფორმაციის ღრმა გააზრება,2 ქლის წინ გავიკეთე ჩიყვის ოპერაცია მესმის, რომ ნარკოზი მოქმედებს აღნიშნულ პრობლემაზე,სტუდენტი ვარ და ძალიან ბევრი მეცადინეობა მჭირდება, გთხოვთ მირჩიოთ რაიმე მედიკამენტი და ასევე მცენარეული საშუალებებიც, რომელიც სწრაფად და ეფექტურად იმოქმედებს, მადლობა ყურადღებისთვის

პასუხი
- ამ დროს საჭიროა მიიღოთ ნოყიერი საკვები, რომელიც მოგცემთ საჭირო ენერგიას.
გონებრივი დატვირთვის დროს, ადამიანს ესაჭიროება ცილებით (პროტენით) მდიდარი საკვები. ამ მიზნით წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ კვერცხი, იოგურტი, თხილი და ნიგოზი. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სითხეების მიღებას. შედეგიანია მწვანე ჩაის ნაყენი, ბევრი შაქრის გარეშე. მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული არა მარტო ეხმარება ორგანიზმის ჰიდრაციას, არამედ მდიდარიცაა K ვიტამინით, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს.
თევზი დატვირთული გონებრივი სამუშაოს დროს გაცილებით მეტი უნდა მიიღოთ, რადგან ის ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით არის გაჯერებული. ომეგა 3 მეცნიერებისაგან ითვლება ტვინისათვის ყველაზე სასარგებლოდ, რადგან აძლიერებს მეხსიერებას და კონცენტრაციას. კალმახი სარდინები და სალმონი მდიდარია ამ ნივთიერებით.
გაეცანით ჩვენს ვებ გვერდზე ნანა ხუცაიძის სტატიას „მცენარეული წამლები და საკვები მეხსიერების სამსახურში“

http://www.mkurnali.ge/fitotherapia2/khalkhuri-sashualebebi/3435-mcenareuli-tsamlebi-da-sakvebi-mekhsierebis-samsakhurshi.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად