რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 44 წლის გათხოვილი არ ვარ, ვგეგმავ ორსულობას. ამ მიზნით 3 თვეა ჩემით ვსვავ პრეგნაქეა ჩასახვას (pregnacare conception) აბების მიღებიდან 3 თვის შემდეგ ციკლის 12 დღეს, გავიკეთე ექოსკოპია საშვილოსნოზე და საკვერცხეებზე ასეთი შედეგი აჩვენა: მარჯვენა საკვერცხეზე ფოლიკულა არ ჩანდა, ხოლო მარცხენა საკვერცხეზე იყო 4 ფოლიკულა მათგან ერთ ერთი იყო 13 მმ. რამდენად მაქვს შანსი დაორსულების. და შეიძლება თუ არა აღნიშნული აბების გაგრძელება. და ასეთი მდგომარეობის შემდეგ რა ტიპის მკურნალობის გაგრძელებას მირჩევთ. წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი
პასუხობს არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი, მედ. დოქტ. გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ლალი ფხალაძე
- პრექნა-ქეა ჩასახვა ვიტამინია, რაც ზოგადად დადებითად მოქმედებს ქალის ორგანიზმზე და ჩასახვაზე, ამიტომ შეგიძლიათ გააგრძელოთ. მე-12 დღეს ფოლიკულის ზომა -13 მმ, პატარაა, უნდა გაგრძელდეს დაკვირვება შემდეგ დღეებშიც, შესაძლებელია მოგვიანებით მომწიფდეს ფოლიკული. 44 წლის ასაკში მაღალია ალბათობა, რომ კვერცხუჯრედის ხარისხი არ ოყოს კარგი და არ ხდებოდეს სრულფასოვანი ოვულაცია, გირჩევთ ჰორმონული კვლევის ჩატარებას და რეპროდუქტოლოგთან კონსულტაციის გავლას, რადგან თქვენი ასაკი საყურადღებოა და დროის დაკარგვა არაა მიზანშეწონილი.