ვარ 21 წლის ბიჭი, ბოლო 2 დღეა დავაკვირდი რომ ყბა ... | სტომატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სტომატოლოგია

კატეგორია - სტომატოლოგია

23-09-2018

-გამარჯობა ვარ 21 წლის ბიჭი, ბოლო 2 დღეა დავაკვირდი რომ ყბა პირის გაღებისას გამოსცემს ხრაშუნის თუ ტკაცუნის ხმას ძალიან ხმადაბლა, საქმე ისაა რომ 2 დღის უკან შემხვდა ახლობელი რომელმაც მომიყვა რომ ყბის ტკივილი აწუხებს და ტკაცუნი 1 წელზე მეტია მკურნალობს და არანაირი შედეგი არ აქვს, სწორედ ამ მონაყოლის შემდეგ დავაკვირდი რომ პირის გაღებაზე ხრაშუნივით ხმა მესმის ყბიდან ცალ მხარეს ძალიან ხმადაბლა, გარშემომყოფებს არ ესმით მარა მე მესმის, ანუ ძალიან ხმადაბლაა ტუმცა ხმა ნამდვილად არის, არანაირი ტკივილი არ მაქვს არც არასოდეს მქონია, და ეხლა სულ იმაზე ვფიქრობ მეც არ ამტკივდეს, როგორც გავიგე არ ინკურნება და უნდა დავიტანჯო ტყუილად, მახსოვს ბავშვობაში ალბათ 12 წლის როცა ვიყავი ყბა მიტკაცუნებდა ხოლმე ბევრად ხმამაღლა და ყბას ვათამაშებდი ხოლმე კარგად მახსოვს და საკმაოდ ხმამაღლა მესმოდა ტკაცუნი და მე თვითონ ხშირად ძალით ვიწვევდი ხოლმე მაშინ ტკაცუნს ჩვევა მქონდა ასეთი მაშინ, დაახლოებით მაშინ მტკიოდა სიბრძნის კბილის ამოსვლის გამო ღრძილები, იმის მერე წლებია არც დავკვირვებივარ და არც შემიმჩნევია ტკაცუნის ხმა, ეხლა დავაკვირდი 2 დღეა რაც ახლობელმა ასეთი რამ მომიყვა, და იქნებ მირჩიოთ რა ვქნა რო არ გამირთულდეს ეს მდგომარეობა, რამდენად საშიშია ჩემი მდგომარეობა? როგორ მოვიქცე რო ტკივილებმა არ დამტანჯოს მომავალში? არ მინდა ექიმთან მისვლა იმდენი არაპროფესიონალი შემხვედრია რო არ მინდა აუტკივარი თავი ავიტკიო, იქინებ რამე მირჩიოთ, წინასწარ მადლობა

პასუხი
-საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სინდრომი, რასაც თქვენ უჩივით, განკურნებადია. მიმართეთ ყბა-სახის ქურურგს ან რევმატოლოგს.
დამატებითი ინფორმაცია და რჩევები მიიღეთ ბმულზე
https://mkurnali.ge/kani-kunthebi-dzvlebi/orthopedia/2087-2010-08-23-15-41-57.html

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად