1 წელზე მეტია რაც ნორვეგიაში ვცხოვრობ. ცივ და ნესტ... | ალერგოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ალერგოლოგია

კატეგორია - ალერგოლოგია

22-09-2018

-1 წელზე მეტია რაც ნორვეგიაში ვცხოვრობ. ცივ და ნესტიან ამინდებს მიჩვეული ვარ, მაგრამ ამ ზაფხულს როცა საქართველოში ჩამოვედი ლაგოდეხის ნაკრძალში ვიყავი და ცივ წყალში ჩავედი, რასაც შედეგად მოყვა კანის დასიება, ქავილი და გულიც კი წამივიდა. მივაკითხე ექიმებს და გამოვიკვლიე სისხლი და ა.შ და ყველამ მითხრა რომ ჯანმრთელი ვარ და ეს ყველაფერი დაღლილობისა და სტრესის ბრალი იყო. როდესაც დავბრუნდი ნორვეგიაში ისეთი რამ მემართება არსდროს რომ არ დამმართნია, როცა გარეთ ცივა ძირითადად ყურები და ხელები მისივდება, მიწითლდება და ზოგჯერ ხელებს ვეღარც კი ვხრი. მე ვფიქრობ ალერგია მაქვს სიცივეზე, მაგრამ არც კი ვიცი ასეთი ალერგია თუ არსებობს. მაინტერესებს რას ფიქრობთ თქვენ და რით შემიძლია დავეხმარო ჩემს თავს

პასუხი
-დიახ, არსებობს ალერგია სიცივეზე, გამწვავების პერიოდში უმჯობესია მიმართოთ ალერგოლოგს, მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად რეკომენდებულია პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება წელიწადის ცივ პერიოდში, .
ალერგიის მკურნალობის ერთერთი საშუალება კი გამაღიზიანებელი ფაქტორისგან განრიდებაა ,თქვენს შემთხვევაში ასეთი ფაქტორი სიცივეა, ასე, რომ რამდენადაც შესაძლებელია თავი უნდა დაიცვათ სიცივისგან,
რაც ძირითადად ხელების თბილად ქონას, თავზე თბილი ქუდის დაფარებას და სიცივისგან ყურების დაცვას ითვალისწინებს.
იხმარეთ რომელიმე სიცივისაგან დამცავი კრემი (ქოლდ-კრემი)გარეთ გასვლის წინ(აფთიაქში იკითხეთ).
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სტატიას ბმულზე
https://mkurnali.ge/alergologia/996-alergia-siciveze.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად