მოგესალმებით, მოკლედ, დაახლოებით ბოლო ორი წელია, მ... | რევმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რევმატოლოგია

კატეგორია - რევმატოლოგია

09-09-2018

მოგესალმებით, მოკლედ, დაახლოებით ბოლო ორი წელია, მარცხენა მხარში მაწუხებს გაუთავებელი ტკაცუნი ასევე მაქვს კისრის ტკივილი და დაჭიმულობა, მარცხენა მხარზე თითქოს ერთი მხარი ცოტატი ამოწეულიც მაქვს, მსუბუქი მასაჟის დროსაც კი მიტკაცუნებს განსაკუთრებით ნერვიულობისას ან ცივ ამინდში, ეს უკვე ძალიან ცუდად მოკმედებს ჩემს ნერვებზე. მქონდა სამსახური სადაც ძირითადად მიწევდა ფეხზე დგომა ვფიქრობ ამის ბრალია, ხანდახან კისრისს ოდნავი მოძრაობის დროსაც კისერი მიტკაცუნებს, ეს ტკაცუნი დილით ახალ გაღვიძებულზე უფრო ძლიერია, ზალიან ბევრ ექიმთან ვიყავი მითხრეს პრტყელი ტერფის ბრალიაო, ზოგმა უბრალოდ ჩვევა არისო. ბოლოს მითხრეს მაგნიუმის ნაკლებობა გაქვთო, გადავიღე კატეც და ცალკე რედგენიც მოკლედ ზუსტი პასუხი ვერ მივიღე იქნებ რამე მირჩიოთ.

პასუხი
-სახსრების ტკაცუნი, ჩვეულებრივ, მათი მომატებული მოძრაობითაა განპირობებული. სამედიცინო ტერმინოლოგიით ამ მდგომარეობას ჰიპერმობილობა ეწოდება. ის უმეტესად ახალგაზრდა ქალებთან ვლინდება და უკავშირდება ორგანიზმში შემაერთებელი ქსოვილის რამდენადმე სახეცვლილი ცილის სინთეზს (წარმოქმნას).
სახეცვლილი ცილა სახსრებში შემავალ კოლაგენზე გაცილებით წელვადია. სწორედ იოგოვანი აპარატის მომატებული წელვადობის გამო ხდება სახსრები უფრო მოძრავი (მობილური). ამ მდგომარეობას ხალხური ტრადიცია “სუსტი მყესების” არსებობას უკავშირებს. არსებითად, სწორედ ისინი უწევს პროვოცირებას ტკაცუნს, ბიძგებს, უსიამოვნო შეგრძნებებს და ზოგჯერ ტკივილსაც კი.
სახსრების ჰიპერმობილობის დროს, წესისამებრ, სისხლძარღვთა ცვლილებაც შეინიშნება. ეს ბუნებრივიცაა - სისხლძარღვების კედელიც ხომ კოლაგენისგან შედგება და თუ ეს უკანასკნელი სახეცვლილია, უფრო წელვადი, - სისხლძარღვის კედელიც მეტად იწელება სისხლის ნაკადის ზემოქმედებით.
როგორც ამბობენ, გენებს ვერ შევცვლით და ორგანიზმის თავისებურებებსაც ვერსად გავექცევით, მაგრამ სპეციალისტთა რეკომენდაციების გათვალისწინებას და ჯანმრთელობის გაფრთხილებას არაფერი უდგას წინ. ასეთ ადამიანებს ურჩევენ, ბევრ დროს ნუ დაყოფენ ერთსა და იმავე მდგომარეობაში; ერიდონ სამუშაოს, რომელიც დიდხანს დგომას მოითხოვს; ფრთხილად შეარჩიონ სპორტის სახეობა; ერიდონ ვარჯიშის იმ სახეობებს და, საზოგადოდ, ისეთ მოძრაობებს, რომლებიც მყესების გადაჭიმვას და გადამეტძაბვას იწვევს. საუკეთესოა ინდივიდუალური პროგრამებით, საგანგებოდ შემუშავებული კომპლექსებით ვარჯიში. სახსრებში ტკაცუნის შემთხვევაში სასურველია ცურვით დაკავდეთ. ცურვა, გარდა იმისა, რომ ძვლოვან სისტემას აკაჟებს, ხელს უშლის სკოლიოზისა და ხერხემლის სხვადასხვა პათოლოგიის განვითარებას. ცურვისას პრაქტიკულად არ იტვირთება სახსრები და ხერხემალი, ციკლური ვარჯიშის ამ სახეობის დროს ზომიერ მოძრაობაში მოდის სახსრები, კუნთები იწრთობა და ორგანიზმი კაჟდება.
კითხვას პასუხობს კლინიკა ჰეალაინის ექიმი რევმატოლოგი - თამარ გოგილაშვილი
კომენტარები
20 სექტემბერი 2018 00:43
Didi madloba pasuxistvis, rogorc mivxvdi unda sheveguo am simptomebtan ertad cxivrebas da msubuki varjishii curvastan ertad chems mdgomareobass gaaumjobesebs.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად