. უკვე მეორედ მაქვს ცისტიტი პირველად რომ დამემართა... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

05-09-2018

-გამარჯობა. უკვე მეორედ მაქვს ცისტიტი პირველად რომ დამემართა აფთიაქში მირჩიეს რაღაც პაკეტი ის დავლიე და გამიარა. ეხლა უკვე მეორედ დამემართა ესე. გვირილის ვანებს ვიკეთებ და ვიბან. როგორ შეიძლება რომ მივხდო ამ პრობლემას? და ცისტიტის დროს დასაშვებია თუ არა სქესობრივი ურთიერთობა?

პასუხი
-ცისტიტის ერთერთი გამომწვევი მიზეზი ქალებში გინეკოლოგიური დაავადებებია(სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია), გირჩევთ მიმართოთ უროლოგს და/ან გინეკოლოგს, რადგან თუ მიზეზი არ იქნა დადგენილი პრობლემა პერიოდულად შეგახსენებთ თავს და გამორიცხული არ არის შემდეგომი გართულებებიც.
მიზეზის დასადგენად აუცილებლია გაკეთდეს სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, საშოს ნაცხის ანალიზი. ასე განისაზღვრება გამომწვევი ბაქტერია, შემდეგ უნდა გაკეთდეს ბაქტერიის მგრძნობელობის დადგენა ანტიბიოტიკების მიმართ და ამის მიხედვით შეირჩეს ანტიბიოტიკი, რაც ყველაზე ეფქტურია ცისტიტის მკურნალობაში.
ცისტიტის მწვავე ფორმის დროს სექსუალური კავშირი არ არის სასურველი, რადგან:
აძლიერებს სიმპტომებს;
პროვოცირებას უკეთებს პიელონეფრიტს;
როგორც წესი ცისტიტის მიზეზი ქალებში გინეკოლოგიური დაავადებებია, ამიტომ შესაძლოა გამწვავება;
შესაძლებელია პარტნიორის დასნებოვნება სქესობრივი გზით გადამცემი ინფექციით (მიზეზიდან გამომდინარე);
ზოგად მითითებებს, რომელიც უნდა დაიცვათ მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად, გაეცანით ჩვენს ვებ გვერდზე სტატიიდან "ცისტიტი"
https://mkurnali.ge/mamakaci/1103-2009-03-14-13-38-10.html

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად