კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს
კატეგორია - რჩევები მშობლებს
24-08-2018
-გამარჯობათ... მყავს 1წლის პატარა დამატებიტ ჭამს ყველაფერს მინდა ძუძუს თავი დავანებებინო, დღი განმავლობაში საერთოდ არ ჭამს ძუძუს მხოლოდ ღამე იღვიძებს 2-3ჯერ საჭმელად.რას მირჩევთ..მადლობა წინასწარ
პასუხი
-თანამედროვე რეკომენდაციებით ძუძუს წოვება შეიძლება გაგრძელდეს 2 წლამდეც, მაგრამ 1წლის შემდეგ ბავშვი ღამე, ძილში არ უნდა ჭამდეს, ბავშვი აუცილებლად უნდა იღებდეს სხვა საკვებსაც დღის განმავლობაში (და ასეც არის ალბათ) და ძუძუს წოვას არ უნდა ქონდეს მუდმივი ხასიათი, ის უნდა გრძელდებოდეს 15 წუთი, დღეში 4-ჯერ, სხვა დროს ბავშვს ძუძუ არ უნდა მოაწოვოთ.
რაც შეეხება თავის დანებებას, სამწუხაროდ, ამის მზა რეცეპტი არ არსებობს. არ უნდა მისცეთ ძუძუ, რამდენიმე დღე იჭირვეულებს, მაგრამ როგორმე უნდა მოახერხოთ გართობა და მისი ყურადღების სხვა რამეზე გადატანა.
თქვენ დაძინების დროს გვერდით ნუ მიუწვებით. რამდენიმე დღე ცხადია, იჭირვეულებს. დააწვინეთ ცალკე საწოლში, თუ არის საშუალება ღამით ოჯახის სხვა წევრი დატოვეთ ბავშვის გვერდით, თქვენ ნუ დაენახვებით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება
თუ ერთ ჩაის კოვზ თაფლს ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის ნადგომ წყალში გახსნით და უზმოზე რეგულარულად დალევთ,