მოგესალმებით. ციკლიდან მე-10 დღეს მქონდა ასეთი მგო... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

20-08-2018

-მოგესალმებით. ციკლიდან მე-10 დღეს მქონდა ასეთი მგომარეობა: მარჯვენა საკვერცხეში 8-9 ანტრალური ფოლიკულა ზომით 9მმ, დანარჩენის ზომა არ აღემატება 5-6 მმს. მარცხენა საკვერცხეში 7-8 ანტლარული ფოლიკულა, მაქსიმალური ზომით 15 მმ, დანარჩენის ზომა არ აღემატება 5-6 მმ-ს. რეპროუქტოლოგმა დამინიშნა მე-11 დღეს (როცა დომინანტი ფოლიკული მეათე დღეს იყო 15 მმ ზომის) ოვიტრელის ერთი ამპულა მუცელზე. მე-16 დღეს ისევ გავიკეთე მონიტორინგი და დომინანტი ფოლიკული არ ფიქსირდება. ანუ გასკდა. დუგლასის ფოსოც თავისუფალი იყო, სითხე არ ფიქსირდებოდა. მაინტერესებს რამდენად მიზანშეწონილია 15 მმ ზომის დომინანტ ფოლიკულაზე ოვიტრელის დანიშვნა , რათა ხელოვნურად გასკდეს. ცოტა უფრო გაზრდა და მოცდა ხომ არ იყო საჭირო? 18მმ-მდე მაინც რომ ასულიყო. მადლობა წინასწარ.

პასუხი
- ეს პრეპარატი ინიშნება სწორედ ისეთი პათოლოგიების დროს, რასაც თან სდევს ფოლიკულების მოუმწიფებლობა. ფოლიკულის მომწიფების არ არსებობის შემთხვევაში სტიმულაციის დანიშვნა შესაძლებელია განუწყვეტლივ 3 თვის განმავლობაში, რაც შეეხება ე.წ. გასახეთქი პრეპარატის დანიშვნას, ეს ხდება მხოლოდ ფოლიკულის ექომონიტორინგის საფუძველზე, რაც ტარდება სტიმულაციის ფონზე ციკლის მე-9,11,13 დღეს და ინიშნება მხოლოდ  ფოლიკულის გარკვეული ზომების მიღწევის შემდეგ. პრეოვულატორული ფოლიკულის ნორმალურ ზომად ითვლება 18-23 მმ.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
29 აგვისტო 2018 17:46
დიდი მადლობა პასუხისთვის. ანუ ოვიტრელი მოსამწიფებელიც არის და ე/წ გასახეთქი პრეპარატიც?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად