კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს
კატეგორია - რჩევები მშობლებს
17-08-2018
-გამარჯობა გვყავს 3 კვირის ბავშვი, ბიჭი. ძალიან ტიროდა მოშარდვისას, რის გამოც მივიყვანეთ ადგილობრივ პოლიკნილიკაში. პედიატრმა დიაგნოზი გაზები და მარილები დაუსვა.რეკომენდაცია/რჩევა მოგვცა (სავალდებულო სახით) ასოზე გადაგვეწია კანი. გარკვეული პერიოდის შემდეგ (დაახლოებით 7 დღის) შედეგი რომ არ იყო ისევ მივიყვანეთ პედიატრთან და იგივე გაგვიმეორა; ბოლო ვიზიტის დღესვე გადავწყვიტეთ ბავშვი უროლოგთან მიგვეყვანა, რადგან შეგვეშინდა. უროლოგმა კიდევ 6 თვე ხელის მოკიდება არ შეიძლებაო, ეგეთი რამ ვინ გითხრათო. ამიხსენით და გამარკვიეთ პირველ რიგში ტირილის მიზეზი შეიძლება თუ არა ზემო ჩამოთვლილი მიზეზები იყოს?და ასოზე კანის გადაწევით (2-3 კვირის ბავშვზე) თუ არ შეიძლებოდა რაიმე საფრთხეს ხომ არ შეიცავს? ანუ რამე ხომ არ ვავნეთ ადგილობრივი პედიატრს რომ ვუსმინეთ? და ახლა რა უნდა ვქნათ? როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა?და კიდევ როდემდე შეიძლება გაზების პრობლემა არსებობდეს ჩვილ ბავშვებში? მადლობას გიხდით წინასწარ.
პასუხი
-თუ ბავშვი შარდავს თავისუფლად, შარდვის დროს ჩუჩა არ ებერება, არ აქვს ასოზე სიწითლე, მაშინ საშიში არაფერია და ტირილის მიზეზი შარდვის აქტთან კი არ იქნება დაკავშირებული, არამედ კოლიკასთან, რაც ხშირია ახალშობილებში. ჩვილის ნაწლავთა კოლიკა 2-3 კვირიდან იწყება და 3-4 თვემდე გასტანს.
დაბანის დროს ჩუჩა ფრთხილად უნდა გადაუწიოთ, ძალდატანების გარეშე სადამდეც გადადის და დაბანოთ.
ხოლო მეტეორიზმთან დაკავშირებით ვრცელი რჩევები ნახეთ ბმულზე
https://mkurnali.ge/kithkhva-pasukhi.html?view=question&id=175365
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება
თუ ერთ ჩაის კოვზ თაფლს ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის ნადგომ წყალში გახსნით და უზმოზე რეგულარულად დალევთ,